LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ „MEGOBAR აქტს“ მხარი დაუჭირა

122
აშშ-ის კონგრესი

აშშ-ის კონგრესის ქვედა, წარმომადგენელთა პალატამ კენჭი უყარა და 349 ხმით მიიღო „საქართველოს ანგარიშვალდებულების, გამძლეობისა და დამოუკიდებლობის შესაძლებლობების მობილიზებისა და გაძლიერების აქტი“ – „MEGOBARI აქტი“.

კანონპროექტის წინააღმდეგ 42 კონგრესმენი წავიდა, 42-ს კი ხმა არ მიუცია.

აღნიშნული კანონპროექტი ახლა აშშ-ის სენატმა უნდა დაამტკიცოს.

შეგახსენებთ, „MEGOBARI აქტი“ გასულ წელს კონგრესის წარმომადგენელთა პალატაში კონგრესმენმა ჯო უილსონმა წარადგინა, მიმდინარე წელს კი 119-ე მოწვევის კონგრესში ხელახლა წარადგინა კონგრესმენ სტივ კოენთან [დემოკრატიული პარტია], კონგრესმენ რიჩარდ ჰადსონთან [რესპუბლიკური პარტია] და კონგრესმენ მარკ უიზისთან [დემოკრატიული პარტია] ერთად.

„მამაცი ქართველი ხალხი უარყოფს ივანიშვილის ტირანულ რეჟიმსა და მის მცდელობებს მიყიდონ საქართველო ირანულ რეჟიმსა და ჩინეთის კომუნისტურ პარტიას – აშშ გვერდით უდგას საქართველოს!“ – ჯო უილსონი

როგორც კონგრესმენები აცხადებენ, „MEGOBARI აქტი“ ქართველი ხალხის მიმართ მხარდაჭერას გამოხატავს და სხვა საკითხებთან ერთად, ადამიანის უფლებების დარღვევებისთვისა და დემოკრატიისთვის ძირის გამოთხრისთვის, საქართველოს ოფიციალური პირების წინააღმდეგ სანქციებს ითვალისწინებს.

ნინო წილოსანი: „მეგობრობის აქტის რა გითხრათ, მტრული უფროა… ყოველთვის ოპოზიციური მუხტის გამოცოცხლებასა და მათ რეაბილიტაციას ემსახურება“

„მნიშვნელოვანია „MEGOBARI აქტი“ სწრაფად მიიღონ, რადგან ის ეკონომიკისთვის, უსაფრთხოებისთვის, განვითარებისთვის, დამოუკიდებლობის შენარჩუნებისთვის გვჭირდება“ – გიგი წერეთელი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g