დღეს ცნობილი გახდა დირიჟორ ვახტანგ მაჭავარიანის გარდაცვალების შესახებ.
მასთან ერთად გადაღებულ ფოტოს აქვეყნებს პროდიუსერი და სცენარისტი თეონა ჯორბენაძე და წერს:
„ჩვენი უფროსი მეგობარი და იმედი, ვახტანგ მაჭავარიანი… ყველაზე რთულ მომენტებში უცებ ისეთ „პეწს“ შემოიტანდა, რომ კარგ განწყობაზე დგებოდი. უსაზღვროდ განათლებული, ეროვნული სიმფონიური ორკესტრის საპატიო დირიჟორი, ერთგული და როცა მთავარ ღირებულებებს და ჩვენს ქვეყანას ეხებოდა საქმე, უკომპრომისო და ბოლომდე მებრძოლი, ძალიან განიცდიდა ბოლოდროინდელ ამბებს, დაუჯერებელია რომ აღარ არის, 74 წლის…“