2025 წელს კომპანია Volkswagen-ის შემოსავალი 40,6%-ით შემცირდა. ოფიციალური ანგარიშის მიხედვით, ამ წლის დასაწყისიდან დღემდე გერმანულმა კონცერნმა 2,18 მილიარდის გამომუშავება შეძლო. გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით ბრენდის რეკორდულ დანაკარგს დონალდ ტრამპის ახალ გადასახადს უკავშირებენ.
Volkswagen-ის პროგნოზებით 2025 წლის დასაწყისისთვის კომპანიის ოპერაციული შემოსავალი 6,5% უნდა ყოფილიყო. თუმცა, ახლა კონცერნის ხელმძღვანელობა შიშობს, რომ რეალური მაჩვენებლები პროგნოზზე ბევრად ცუდი იქნება. ასე რომ, გერმანელებს შესაძლოა არსებობის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე ცუდი წელი ჰქონდეთ.
კომპანიის დირექცია შექმნილ სიტუაციაში აშშ-ს პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს ადანაშაულებს, რომელმაც ევროპულ პროდუქციას 25%-იანი გადასახადი დაუწესა, სიაში კი ერთ-ერთ პირველ პოზიციას ავტომობილები და მათთან დაკავშირებული დეტალები იკავებენ.