LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„უკნიდან შეასკდა მანქანა… მოტრიალდა და მტკვარში გადავარდა“ – რას ჰყვება მტკვარში გადავარდნილ ავტომობილზე თვითმხილველი

1452
ავტომობილის გადავარდნა მტკვარში

მდინარე მტკვარში სამაშველო ღონისძიება ამ დრომდე მიმდინარეობს – ბოლო ინფორმაციით, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის წარმომადგენლები ეძებენ 25 წლამ­დე ასა­კის სამ ახალგაზრდას, რომ­ლე­ბიც ავ­ტო­საგ­ზაო შემ­თხვე­ვის შე­დე­გად მდი­ნა­რე­ში გა­და­ვარ­დნილ ავ­ტო­მო­ბილ­ში იმ­ყო­ფე­ბოდ­ნენ.

ბოლო ინფორმაციით, მტკვარში სამ, 25 წლამდე ასაკის ახალგაზრდებს ეძებენ

გასულ ღამეს მომხდარის დეტალებზე თვითმხილველები მედიასთან ჰყვებიან. ავტომანქანის მდინარეში გადავარდნის მომენტს იხსენებს ერთ-ერთი მოქალაქე „ტვ პირველთან“ საუბარში.

ვიდეო: „ერთი წყალმა წაიღო, ვერ მოასწრეს ამოყვანა“ – რას აცხადებენ ადგილზე მყოფები მტკვრის სანაპიროსთან მომხდარი ავარიის შესახებ

„ხმა რომ გავიგე, მაშინვე ჩავვარდი და სასწრაფოში დავრეკე, გოგოები იყვნენ გადმოსულები და ტიროდნენ: უკნიდან მოდიოდა BMW-ს მარკა [ავტომობილი], შეასკდა მანქანას, რომელიც მოტრიალდა და მტკვარში გადავარდა.

ორი ადამიანის თავი ჩანდა, ერთ-ერთი ქორწინების სახლთან ამოიყვანეს, მეორეს ამოყვანა ვერ შეძლეს, ალბათ, წყალმა წაიღო, მეტი არაფერი ვიცი. სანამ გზაზე გადავედი, უკვე ჩაძირული იყო, მხოლოდ უკანა ფარები ჩანდა“, – იხსენებს მოქალაქე.

❗უკნიდან შეასკდა მანქანა… მოტრიალდა და გადავარდა მტკვარში | რას ჰყვება თვითმხილველი

Posted by TV Pirveli • ტელეკომპანია პირველი on ოთხშაბათი, 14 მაისი, 2025

ცნობისათვის, თბილისში, ნოე ჟორდანიას სახელობის სანაპიროდან მტკვარში ავტომანქანა გასულ ღამეს გადავარდა. თვითმხილ­ვე­ლე­ბის ინ­ფორ­მა­ცი­ით, ავტომობილში თავ­და­პირ­ვე­ლად 4 პირი იმ­ყო­ფე­ბო­და. მაშ­ვე­ლებ­მა ერთი პი­რის გა­მოყ­ვა­ნა შეძ­ლეს.

მდი­ნა­რე მტკვარ­ში მიმ­დი­ნა­რე სა­მაშ­ვე­ლო ღო­ნის­ძი­ე­ბის ფარ­გლებ­ში, დღეს მტკვრის კა­ლა­პოტ­ში წყლის დონე ბუ­ნებ­რივ ნიშ­ნუ­ლამ­დე შე­ამ­ცი­რეს.

ფოტო სლაიდზე: „ინტერპრესნიუსი“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g