საქართველოს ბანკი, ლოიალობის პროგრამის ფარგლებში, მომხმარებლების წახალისებას განაგრძობს. ამჯერად ბანკმა, მის პარტნიორ ფინურ კომპანიასთან „ვოლტთან“ ერთად, მომხმარებლებს სპეციალური შეთავაზება მოუმზადა.
SOLO მომხმარებლები და საქართველოს ბანკის ლოიალობის პროგრამის Gold სტატუსის მფლობელები, აღნიშნული შეთავაზების ფარგლებში, Wolt+-ის ერთწლიან, ხოლო Starter, Bronze და Silver სტატუსის მქონე მომხმარებლები სამთვიანი უფასო გამოწერის სერვისით ისარგებლებენ.
შეთავაზების გასააქტიურებლად მომხმარებლები საქართველოს ბანკის მობილბანკის შეთავაზებების სივრცეს უნდა ეწვიონ. აღნიშნული შეთავაზების აღწერაში მათ ბმული დახვდებათ, რომელზე გადასვლის შემდეგაც უფასო გამოწერა გაუაქტიურდებათ.
აღსანიშნავია, რომ თუ მომხმარებელი უკვე სარგებლობს Wolt+-ის გამოწერით, ამ შემთხვევაში დასრულების თარიღიდან 3 თვე ან 12 თვე აითვლება.
ინფორმაციისთვის, Wolt+-ის გამოწერა გულისხმობს მხოლოდ მიტანის სერვისით უფასოდ სარგებლობას. მომხმარებელი სხვა დამატებითი სერვისის (მაგალითად, სერვისის საფასურის) გადასახადისგან არ თავისუფლდება.
საქართველოს ბანკის შეთავაზებებს სრულად ნახავთ აქ, ხოლო Wolt+ დეტალურ პირობებს შეგიძლიათ გაეცნოთ ბმულზე.
(R)