LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კოპენჰაგენი ტურისტებს ეკოლოგიური ქცევებისთვის დააჯილდოებს, ისევ

107
CopenPay 2025 - Bike to a Museum

დანიის დედაქალაქი იწყებს წამახალისებენ პროგრამას იმ მოგზაურებისთვის, ვინც ეკოლოგიურ დასვენებას ანიჭებს უპირატესობას. ავტომობილზე უარის თქმა, ნაგვის დასუფთავება ან საზოგადოებრივი ტრანსპორტის გამოყენება ტურისტებს უფასო ბონუსების მიღების საშუალებას მისცემს – იქნება ეს სადილი თუ მუზეუმის ბილეთი.

პროგრამა CopenPay (ლინკი) 17 ივნისს დაიწყება და 9 კვირა გაგრძელდება. მასში 90 ადგილობრივი კომპანია იღებს მონაწილეობას. მაგალითად, ქალაქის სტუმრებს შეუძლიათ უფასოდ გაათენონ ღამე სასტუმროში, თუკი კოპენჰაგენში მატარებლით ჩავლენ და არა თვითმფრინავით. ზოგიერთ კაფეში უფასო სასმლით გაუმასპინძლდებიან მათ, ვინც თავისი ჭიქით მივა, ხოლო მუზეუმი – ველო გასეირნებიდან გადაღებული ფოტოს სანაცვლოდ ტურისტს უფასო ბილეთს მისცემს.

საჩუქრები ელოდებათ მათაც, ვინც ქალაქის სისუფთავეზე იზრუნებს. მაგალითად, ნაგვის მოგროვებისთვის მოგზაური ნავით შეძლებს უფასოდ გასეირნებას.

მსგავსი აქცია უკვე ჩატარდა გასულ წელს და გადასარევი შედეგები აჩვენა: ველო-გასეირნებაზე მოთხოვნა 29%-ით გაიზარდა და თითქმის ყველა მონაწილემ პროგრამას დიდი რეკომენდაცია გაუწია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები