LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ეს არის ულამაზესი სიმღერა საქართველოზე… საოცარი ტექსტია… ამ სიმღერას ძალიან პატრიოტული ისტორია ახლავს“ – ანსამბლი „ოდა“

146
ანსამბლი-„ოდა“

რადიო „არ დაიდარდოს“ და თაკო მელიქიშვილის გადაცემას „პრემიერა თაკოსთან“ ანსამბლი „ოდა“ სტუმრობდა. გადაცემაში სიმღერის „ჩემო საქართველო“ პრემიერა შედგა.

რა სიახლეებია ანსამბლის შემოქმედებაში?

ანსამბლის პირველი, ხალხური სიმღერების ალბომი 80 %-ით უკვე სისრულეშია.  ალბომში მინიმუმ 10 სიმღერა იქნება. ალბომში მეშვიდე იქნება ჩვენი საავტორო სიმღერა, რომელიც ზაზა ხუბუკელაშვილმა დაგვიწერა. ეს არის ულამაზესი სიმღერა საქართველოზე. უმშვენიერესი, საოცარი ტექსტი ქალბატონმა ნანა ცინცაძემ იდეალურად მოარგო ნაწარმოებს.

პარალელურად, კიდევ იწერება ხალხური სიმღერები. გადავედით ახალ ფორმატზე, დავიწყეთ ქალაქური სიმღერების ჩაწერაც. ჯერჯერობით, ვფიქრობთ ძველი სიმღერები გავაცოცხლოთ, შემდეგ, გვინდა, რომ სპეციალურად ანსამბლ „ოდასთვისაც“ დაიწეროს და შეიქმნას ნამუშევრები.

კონცერტები თუ გაქვთ დაგეგმილი?

დაგეგმილი გვაქვს, რომ კონცერტები უფრო ხშირი იყოს, რომ უფრო მასიური აუდიტორია მოვიცვათ. ალბათ, ზაფხულში ღია კონცერტები გვექნება.

ვისაუბროთ სიმღერაზე „ჩემო საქართველო“.

როგორც უკვე ვთქვი, ჩვენი ალბომი სისრულეში მოდის. მუშაობის პროცესში, დაიბადა იდეა, რომ ჩვენი საავტორო სიმღერა გვქონოდა. ეს სიმღერა ზაზა ხუბუკელაშვილმა დაგვიწერა ხალხურ მოტივებზე. ზაზა არის მუსიკის ავტორი. კიდევ ერთხელ გავუსვამ ხაზს, რომ საოცარი ტექსტია. ამ სიმღერას ძალიან პატრიოტული ისტორია ახლავს. ვფიქრობთ, ჩვენს პირველ ალბომსაც „ჩემო საქართველო“ დაერქმევა.

საპატიო და საპასუხისმგებლოა, როცა საქართველოს უძღვნი საავტორო სიმღერას. ჩემი აზრით, ანსამბლმა „ოდამ“ შეძლო, რომ ძალიან ხარისხიანი, საინტერესო, მოსაწონი, შესაყვარებელი სიმღერა გაეკეთებინა. ამისთვის მადლობა გუნდის თითოეულ წევრს.

დავამატებ იმას, რომ „ტიკ ტოკზე“ არის ვეფხისტყაოსნის გვერდი. ძალიან საინტერესო ადამიანები მაღალტექნოლოგიურ ამბებში არიან ჩართულნი და ხელოვნური ინტელექტით ქმნიან სხვადასხვა პერსონაჟებს, კლიპებს და ა.შ. როდესაც შევხედეთ ამ კადრებს, იმდენად მოგვეწონა და იმდენად თანხვედრაში იყო ჩვენს სიმღერასთან ეს კადრები, მივწერეთ ამ ადამიანებს, შევხვდით, ვისაუბრეთ და მათაც ძალიან მოიწონეს ჩვენი მოსაზრება, რომ კლიპი გაგვეკეთებინა. განხორციელდა ეს პროექტი, კლიპი უკვე გამოსულია. კლიპის პერსონაჟები ანსამბლის წევრები ვართ. ასე ვთქვათ, უპრეცედენტო ფაქტია, რომ ქართულ მუსიკალურ ნაწარმოებზე ხელოვნური ინტელექტით შეიქმნა კლიპი. ხალხმა ძალიან კარგად მიიღო კლიპი. აღნიშნეს, რომ კლიპმა კიდევ უფრო დაამშვენა და გამოაჩინა ეს სიმღერა.

ანსამბლი “ოდა” – ჩემო საქართველო

გადაცემის აუდიოჩანაწერი

ანს “ოდა” – სალამი ჩიტუნებო

ანს. “ოდა”. გადაცემა “პრემიერა თაკოსთან”

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები