LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ჩვენი მოლაპარაკებების მიზანი იყო ცეცხლის შეწყვეტის, ომის ტყვეების გაცვლის განხილვა, ასევე, პოტენციურად ვამზადებთ ქვეყნების ლიდერების დონეზე შეხვედრას…“ – უკრაინის თავდაცვის მინისტრი

106
რუსტემ უმეროვი

სტამბოლში უკრაინისა და რუსეთის ოფიციალურ პირებს შორის შეხვედრა დასრულდა“, – ინფორმაციას CNN-ი თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.

მოლაპარაკებები თითქმის ორ საათს გაგრძელდა.

უკრაინული მედიის ცნობით, შეხვედრის დროს კიევის წარმომადგენლები რუსეთის დელეგაციასთან თარჯიმნის მეშვეობით ურთიერთობდნენ.

უკრაინის გუნდს თავდაცვის მინისტრი რუსტემ უმეროვი ხელმძღვანელობდა, რუსულ მხარეს – კრემლის თანაშემწე ვლადიმერ მედინსკი. შეხვედრას თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ჰაკან ფიდანი უძღვებოდა.

„სტამბოლში დელეგაციებმა ომის ტყვეების „ათასი ათასზე“ გაცვლა განიხილეს“, – ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის მინისტრმა, რუსტემ უმეროვმა სტამბოლში რუსულ დელეგაციასთან მოლაპარაკებების შემდეგ განაცხადა.

მისი განმარტებით, ამის გარდა მხარეები ცეცხლის შეწყვეტის საკითხსა და ვოლოდიმირ ზელენსკისა და ვლადიმერ პუტინს შორის პოტენციური შეხვედრის მომზადების საკითხს შეეხნენ:

„ჩვენი მოლაპარაკებების მიზანი იყო ცეცხლის შეწყვეტის, ომის ტყვეების გაცვლის განხილვა, და ასევე პოტენციურად ვამზადებთ ქვეყნების ლიდერების დონეზე შეხვედრას. ვილაპარაკეთ „ათასი ათასზე“ გაცვლაზე, ასევე ვმუშაობთ ამ გაცვლის სხვა დეტალებზეც“, – განაცხადა უმეროვმა.

მისი თქმით, ახლა „უპირველეს ყოვლისა, საჭიროა ომის ტყვეების გაცვლა“, ხოლო სხვა ნაბიჯების შესახებ მოგვიანებით გახდება ცნობილი.

შეხვედრის დასრულების შემდეგ, სტამბოლში რუსეთ-უკრაინის მოლაპარაკებისას რუსეთის დელეგაციის ხელმძღვანელმა, ვლადიმერ მედინსკიმაც ისაუბრა:

„საერთო ჯამში, მოლაპარაკებების შედეგებით კმაყოფილი ვართ, მზად ვართ კონტაქტების გასაგრძელებლად“, – განაცხადა ვლადიმერ მედინსკიმ.

მისი თქმით, მოლაპარაკებებზე რამდენიმე საკითხზე მოხერხდა შეთანხმება:

„უკრაინულ მხარესთან პირდაპირი მოლაპარაკებები დასრულდა. საერთო ჯამში, ჩვენ კმაყოფილი ვართ შედეგებით, მზად ვართ კონტაქტების გასაგრძელებლად. რაზე შევთანხმდით: პირველი, უახლოეს დღეებში გაიმართება ტყვეების გაცვლა „1000/1000-ზე ფორმულით“. მეორე, უკრაინულმა მხარემ მოითხოვა პირდაპირი მოლაპარაკებები ქვეყნების ხელმძღვანელებს შორის. ჩვენ მხედველობაში მივიღეთ ეს მოთხოვნა. და მესამე, ჩვენ შევთანხმდით, რომ თითოეული ქვეყანა წარმოადგენს თავის ხედვას სამომავლოდ შესაძლო ცეცხლის შეწყვეტასთან დაკავშირებით. ასეთი ხედვის წარდგენის შემდეგ, მიგვაჩნია, მიზანშეწონილი იქნება და ამაზე შეთანხმებული ვართ, გავაგრძელოთ ჩვენი მოლაპარაკებები“, – განაცხადა მედინსკიმ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g