LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„მე და ჩემი ტყუპისცალი დღეს ერთად ვამთავრებთ სკოლას, მე მიწაზე და ის ცაზე მიუყვება თავის გზას.. ერთი პერანგი მაცვია, მეორეს გულით ვატარებ..“ – ქობულეთელი ნია მიქელაძის ემოციური პოსტი ბოლო ზარის დღეზე

1567
ეკა ნიჟარაძე (3)

ქობულეთში მცხოვრები ნია მიქელაძე სოციალურ ქსელში ბოლო ზარის დღის სიმბოლურ ფოტოს აქვეყნებს და ემოციურ პოსტს ურთავს.

ფოტოზე ნიას ხელში ორი პერანგი უჭირავს — ერთ-ერთი მისი ტყუპისცალის სახელზეა, რომელიც, როგორც ჩანს, აღარ არის ცოცხალი.

„მე და ჩემი ტყუპისცალი დღეს ერთად ვამთავრებთ და როცა ბავშვობის გზას ბოლო წერტილს ვუსვამთ, ერთი ჩვენგანი მიწაზე დგას, მეორე — ცაზე მიჰყვება იმავე გზას.

ერთმანეთის გარეშე არ ვყოფილვართ არც ერთი წამი, არც დღეს ვართ — მხოლოდ ერთი ხმა ისმის, მაგრამ ორად მიცემს გული. ერთი პერანგი მაცვია, მეორეს კი გულით ვატარებ.

სიყვარულს საზღვარი არ აქვს, ტყუპის გულს კი — მით უმეტეს. აქვე, ყველა მე-12 კლასელს გილოცავთ სკოლის დასრულებას! ნათელ და ბედნიერ მომავალს გისურვებთ,” — წერს სოციალურ ქსელში, ქობულეთიდან ნია მიქელაძე.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g