მთავარ სლაიდზე ფოტო: ნათია წითელაური
თელავში, სოფელ წინანდალთან მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, ერთი ადამიანი დაშავდა. როგორც ირკვევა, მას მსუბუქი დაზიანებები აღენიშნება.
ავარიაში მოჰყვნენ მე-12 კლასის მოსწავლეები, რომლებსაც „ბოლო ზარი“ ჰქონდათ.
თვითმხილველების თქმით, გადაჭარბებული სიჩქარით მოძრავმა „გოლფის“ მარკის ავტომობილის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა, თავდაპირველად განათების ბოძს შეეჯახა, შემდეგ კი რამდენიმე მეტრის სიმაღლიდან გადავარდა.
როგორც „ფორტუნას“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.
