Mercedes ახალი CLA-ს კონსტრუქციას შეცვლის, მიზეზი სოც-ქსელებში დაწყებული კრიტიკაა. როგორც ინსაიდერებმა დაადგინეს, ავტომწარმოებელი ელექტროქარის დასამუხტ მოწყობილობასთან დაკავშირებულ პრობლემას მოაგვარებს. Mercedes-Benz-ის წარმომადგენელმა დაადასტურა: აშშ-ში ყველა მყიდველი ელექტროქარს განახლებული დასამუხტი მოწყობილობით მიიღებს და მის დამუხტვას საზოგადოებრივ 400 ვოლტიან სადგურებზე შეძლებს. თავიდან ახალ CLA-ს ასეთი ფუნქცია არ ჰქონდა.
წლის დასაწყისში გაირკვა, რომ ახალი Mercedes-Benz CLA მხოლოდ 800 ვოლტიანი დასამუხტი მოწყობილობით იმუხტებოდა და ამ გადაწყვეტილებამ გაურკვეველი რეაქციები გამოიწვია როგორც ჟურნალისტებში ისე პოტენციურ მყიდველებში. საქმე ისაა, რომ 400 ვოლტიანი ტერმინალები სედანისთვის არ აღმოჩნდა ხელმისაწვდომი და განუვითარებელი ინფრასტრუქტურის პირობებში ეს შესაძლოა პრობლემა გამხდარიყო.
თუმცა, Mercedes-მა სიტუაციის გამოსწორება გადაწყვიტა და კონსტრუქციაში ცვლილებები შეიტანა.
აღსანიშნავია, რომ უმრავლეს ბაზრებზე Mercedes-Benz CLA ჯერ ისევ წინასწარი შეკვეთის ეტაპზეა: მანქანები წარმოდგენილია დემონსტრაციისთვის, თუმცა ყიდვა შეუძლებელია.