მიმართულებადაკარგული მთვარის პერიოდში – 17:53-დან 21:24 საათამდე, როცა განსაკუთრებით გაძლიერდება მთვარის ნეგატიური ენერგია, მაქსიმალური სიფრთხილის გამოჩენა მართებთ მძღოლებს, რათა გაფანტული ყურადღება და დაკარგული კონცენტრაცია არ გახდეს ავარიების და სახიფათო სიტუაციების შექმნის მიზეზი.
ხვალინდელი ახალმთვარეობის წინ დღევანდელი დღეც რთული იქნება. გამოიჩინეთ მეტი სიფრთხილე და ყურადღება, რათა თავი დააღწიოთ უსიამოვნებებს.
მოერიდეთ სარისკო მოქმედებებს და სულსწრაფი გადაწყვეტილებების მიღებას.
იმოქმედეთ მხოლოდ ინტუიციაზე დაყრდნობით.
თავი შეიკავეთ სხვათა განკითხვისა და გაკიცხვისგან.
პარტნიორული ურთიერთობა – კარგი დღეა ურთიერთობის ჰარმონიზაციისა და სამომავლო გეგმების დასახვისთვის.
პოზიტიური და ნეგატიური დღე – სასიკეთო დღეა ნიშნობისა და ქორწინებისთვის, ახალი კავშირების გაბმისა და ნაცნობთა წრის გაფართოებისთვის, კულტურული და გასართობი ღონისძიებების მოწყობისთვის, ტანსაცმლის და ფეხსაცმლის, კოსმეტიკის და პარფიუმერიის შეძენისთვის, სამშენებლო და სარემონტო სამუშაოების წარმოებისთვის, უძრავი ქონების ყიდვისა და გაყიდვისთვის, ვაჭრობისა და კომერციისთვის, მგზავრობისა და მოგზაურობისთვის.
ჯანმრთელობა – გეომაგნიტური დღის ნეგატიური ენერგია უარყოფითად აისახება ნებისმიერის ჯანმრთელობაზე. გამოიწვევს არტერიული წნევის მატებას, თავის ტკივილს და უგუნებობას. ეცადეთ არ გადაიტვირთოთ და მეტი დაისვენოთ, აუცილებლობის შემთხვევაში კი, მიმართოთ წამლების პროფილაქტიკას. თავი შეიკავეთ ცივი და გაზიანი სასმელის მიღებისგან. გაუფრთხილდით დასუსტებულ ყელს და ენდოკრინულ სისტემას.
დღის ფერები და მინერალები – ყვითელი, ყავისფერი, ვერცხლისფერი, კრემისფერი და ტერაკოტისფერი, ასევე აქატი, მალაქიტი, ონიქსი, ტოპაზი და მარჯანი გააძლიერებენ თქვენს ბუნებრივ შარმს, კოსმოსის დადებითი ენერგიების მოზიდვით კი, გაზრდიან წარმატების შანსებს.
სიზმრები – დაიმახსოვრეთ დღევანდელი სიზმარი, რომელიც შემდგომი სირთულეების მაუწყებელი გახდება.
ზოდიაქოს ნიშნები – იღბლიანი დღეა კუროსა და კირჩხიბისთვის, ქალწულისა და თევზებისთვის. ნაკლებად გაუმართლებთ ლომს, სასწორს, მშვილდოსანს და მერწყულს.