რა მეთოდებით ხდება ნაწიბურების მკურნალობა – ამ თემაზე გადაცემაში „სილამაზის აკადემია” ექიმმა კოსმეტოლოგმა, საზოგადოებრივი ჯანდაცვის მაგისტრმა ნატალია სულიაშვილმა ისაუბრა.
როგორ ხდება ნაწიბურების მკურნალობა?
გამომდინარე იქიდან, რომ კლინიკაში უშუალოდ აკნეს დიაგნოზით მომართვიანობა საკმაოდ მაღალია, მკურნალობის დასრულების შემდეგ პაციენტებს რჩებათ სხვადასხვა ფორმის პოსტაკნე ნაწიბურები.
რამდენიმე სიტყვით რომ შევეხოთ ნაწიბურების ტიპებს, გვაქვს: ჰიპერტროფიული ნაწიბურები, იგივე კელოიდები,რომელიც კანის ზედაპირიდან შედარებით ამოწეული გასქელებული ნაწიბურია და ასევე, ატროფიული ნაწიბურები. თავის მხრივ ატროფიული ნაწიბურები უმეტეს შემთხვევაში 3 ტიპის გვაქვს:
სწორედ ამ ფორმის ტიპის ნაწიბურის მიხედვით შეგვიძლია დავგეგმოთ, ესა თუ ის პროცედურა ან პროცედურები, შედეგის მაქსიმალური მიღების თვალსაზრისით.
პირველი: ეფექტურობის თვალსაზრისით შეგვიძლია გამოვყოთ პირველი მეთოდი, რაც გულისხმობს ლაზერულ პროცედურას, ლაზერი არის აბლაციური და არააბლაციური, ფრაქციული და არაფრაქციული.
ფრაქციული უფრო მეტად დამზოგველია კანის დაზიანების თვალსაზრისით, რაც გულისხმობს რომ წერტილებს შორის კანს არ აზიანებს. ხოლო ეფექტურობის თვალსაზრისით არაფრაქციული უფრო მეტად ეფექტურია და პროცედურების რაოდენობას ნაკლებია საჭირო.
რა განსხვავებაა ფრაქციულ და არაფრაქციულ, ასევე აბლაციურ და არააბლაციურ ლაზერებს შორის?
აბლაციური უფრო ეფექტურია ვიდრე არააბლაციური, ძირითადი განსხვავება სწორედ შერჩეული ტალღის სიხშირეა იგივე wavelength.
მაგ: CO2 ლაზერის ტალღის სიხშირე 10600 ნანომეტრია. ის ძალიან კარგად მუშაობს ეპიდერმისზე და rolling scars და boxscars-ის ფორმის ნაწიბურების დროს.
აქვე აღვნიშნოთ არააბლაციური ლაზერიდან ენდიიაგი და ერბიუმი.
მეორე: ქროსტექნიკა იგივე TCA CROSS, რომელიc იშიფრება კანის ნაწიბურის ქიმიური რეკონსტრუქცია. აქ გამოიყენება ტრიქლორძმარმჟავა, ხაზგასასმელია, რომ ეს მჟავა არის 90%-იანი. იდეალურია icepick da boxscar ფორმის ნაწიბურების შემთხვევაში.
მესამე: ქიმიური ფილინგები, რომელიც არის deep,medium ,superfacial. ღრმა ზედაპირული და საშუალო ფილინგები მათში შემავალი მჟავის პროცენტული მაჩვენებელი განსაზღვრავს როგორი ფილინგი გვჭირდება ინდივიდუალურად პაციენტთან მიმართებაში.
მეოთხე: აუგმენტაცია ფილერებით, დროებითი ფილერებით, ნახევრადმუდმივი ფილერებით, იგივე sculptra, რომელიც არის ინოვაციური პრეპარატი FDA სერტიფიცირებული 25 წლიანი გამოცდილების და რომელსაც ანალოგი არ გააჩნია ელასტინის და უჯრედშორისი მატრიქსის სინთეზის თვალსაზრისით, ის არის ყველაზე ძლიერი კოლაგენსტიმულატორი. მისი გამოყენება შესაძლებელია სხეულის პრაქტიკულად ნებისმიერ ზონაზე.
მეხუთე: მიკრონიდლინგი-გამოიყენება rolling scar ფორმის ნაწიბურების დროს.
მეექვსე: ეგრეთწოდებული სუბსციზიის მეთოდი, რაც გულისხმობს რომ ნემსით ხდება ინიცირება უშუალოდ ნაწიბურის ქვეშ შევდივართ და ვთიშავთ შემაერთებელ ქსოვილს.
და ბოლოს: ადგილობრივი გამოყენების კრემები, გელები, მალამოები მაგ: რეთინოიდები, რომლების ჩართულია მკურნალობის დროს, თუმცა უშუალოდ სამკურნალოდ ნაკლებ ეფექტურია.