რისთვის გამოიყენება Sylfirm X – ინოვაციური RF მიკრონიდლინგი – ამ თემაზე გადაცემაში „სილამაზის აკადემია” ექიმმა დერმატოლოგმა ნინო გოგიბერიძემ ისაუბრა.
რისთვის გამოიყენება Sylfirm X – ინოვაციური RF მიკრონიდლინგი?
ქართულ ბაზარზე გამოჩნდა ახალი აპარატი Sylfirm X – ინოვაციური RF მიკრონიდლინგი კანისა და სკალპის მკურნალობისა და გაახალგაზრდავებისთვის.
აპარატი სერტიფიცირებულია FDA და CE სტანდარტებით, რაც ხელს უწყობს უსაფრთხო და შედეგზე ორიენტირებული პროცედურის ჩატარებას.
- აუმჯობესებს ელასტიურობასა და კანის სტრუქტურას
- ამცირებს პიგმენტაციასა და პოსტ-აკნე ნიშნებს
- ებრძვის მელაზმას, კუპეროზსა და როზაცეას
- ამცირებს ფორებს და არეგულირებს ცხიმის გამოყოფას
- აჩერებს თმის ცვენას და აუმჯობესებს სკალპის მდგომარეობას
- ახდენს კოლაგენისა და ელასტინის ინტენსიურ სტიმულაციას.
შემოდგომა-ზამთარში რა პროცედურების ჩატარებაა რეკომენდებული?
ზაფხულის შემდეგ კანზე ჩნდება ლაქები, და ახლა არის იდეალური სეზონი – პილინგების სეზონი, როგორც ქიმიური, ასევე აპარატურული. გარდა ამისა, ახლა სასურველია ჩაიტაროთ დატენიანების პროცედურები, ბიორეპარაციები.