LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რომელი პროცედურის გაკეთება არ ღირს – სილამაზის აკადემია

457
ნინო-გოგიბერიძე

რომელი პროცედურის გაკეთება არ ღირს – ამ თემაზე გადაცემაში „სილამაზის აკადემია” ექიმმა დერმატოლოგმა ნინო გოგიბერიძემ ისაუბრა.

რომელი პროცედურებს არ გააკეთებდით არასდროს?

ეს არის მაგალითად, აგრესიული აპარატურული პროცედურები. ეს არის დისკომფორტი პაციენტისთვის და მტკივნეული. მას არ აქვს პროგნოზირებადი შედეგები ბევრ შემთხვევაში. მე საკმაოდ მაღალ პარამეტრებზე ვმუშაობ აპარატებზე, თუმცა რომ იყოს ერთი პროცედურა, აგრესიული და მეტი არაფერი, მსგავსს არ გავაკეთებ.

არ გავაკეთებდი ერთ პროცედურას, რადგან კანს სჭირდება მომზადება ნებისმიერი პროცედურისთვის, რათა მივიღოთ საუკეთესო შედეგი.

არასდროს გავაკეთებ პროცედურას არაორიგინალი აპარატით, ან პრეპარატით.

გარდა ამისა, არასდროს გავაკეთებდი ფილერს, იქ სადაც უკვე დადებულია პერმანენტული ფილერი, რადგან ამას შეიძლება მოჰყვეს არაპროგნოზირებადი რეაქცია. თუ მოხვდა ნემსი პერმანენტულ ფილერზე, არავინ იცის, რა შედეგი შეიძლება მოჰყვეს.

რამდენად რეკომენდებულია თვალსაცრემლე ღარის შევსება ფილერით?

ძვლის უკმარისობა ჩვენ შეგვიძლია შევავსოთ ფილერით, ამ დროს ფილერი უნდა იყოს სწორად შერჩეული, მაქსიმალურად უნდა იყოს აღებული ფილერი, რომელიც მინიმალურად იზიდავს წყალს. მაგ ზონაზე უნდა გამოვიყენოთ კანულა. საკმაოდ საფრთხილო პროცედურაა.

თუ პაციენტს აწუხებს სიშავე და ეს არის გამოწვეული რკინა დეფიციტური ანემიით, ამ დროს ფილერს არ ვაკეთებთ.

რომელია შენი საყვარელი 3 პროცედურა?

  • ეს არის ბოტულინოთერაპია, მრისხანების ნაოჭის გასწორება, რაც ახალგაზრდულ იარეს აძლევს სახეს.
  • მეორე ეს არის ტუჩის მოცულობის გაზრდა და დატენიანება.
  • მესამე ეს არის სახის კანის დატენიანება.
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები