როგორ უნდა მოხდეს პოსტოპერაციული პერიოდის მართვა მასაჟით – ამ თემაზე გადაცემაში „სილამაზის აკადემია“ რეაბილიტოლოგმა შალვა აბულაძემ ისაუბრა.
რა პერიოდი სჭირდება ლიპოსაქციის შემდეგ რეაბილიტაციას?
როგორც წესი ლიპოსაქციის შემდეგ რეაბილიტაციის პერიოდი საშუალოდ 3-დან 6 თვემდე გრძელდება ხოლო ჩვეულ აქტივობას პაციენტი დაახლოებით 1 თვეში უბრუნდება.
1-ძირითადი ეტაპი და რეკომენდაციები.
კომპრესიული ტანსაცმელი აუცილებელია სპეციალური მაკორექტირებელი ბანდაჟის ან თეთრეულის ტარება მინიმუმ 1 თვის განმავლობაში რათა შემცირდეს შეშუპება.
სისხლჩაქცევები ოპერაციის შემდეგ ნორმალურია ასევე დამუშავებულ ზონაში შეშუპება.

რატომ არის აუცილებელი მასაჟი ლიპოსაქციის შემდეგ?
ლიპოსაქციის დროს კანქვეშ იქმნება სიცარიელეები სადაც ორგანიზმი ბუნებრივად აგროვებს სითხეს(ლიმფას) ლიმფოდრენაჟი ეხმარება ამ სითხის გამოდევნას ლიმფურ კვანძებში გადატანას. მასაჟის პროცედურა აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას რაც ხსნის სიმძიმის შეგრძნებას და ამსუბუქებს პოსტოპერაციულ დისკომფორტს.
როდის იწყებს პაციენტი ოპერაციის შემდეგ რეაბილიტაციას?
საწყისი ეტაპი როგორც წესი მსუბუქი ლიმფოდრენაჟული მასაჟის დაწყება მე-7 დან მე-14 დღემდე, მას შემდეგ რაც მწვავე ტკივილი ჩაცხრება. კურსის შედეგი ინდივიდუალურია და ინიშნება კვირაში 2-3 ჯერ 10-15 სესია, მასაჟთან ერთად სასურველია გამოყენებული იქნას პრესოთერაპიის აპარატი. პოსტოპერაციული რეაბილიტაციის კურსის დაწყება თანხმდება უშუალოდ ქირურგთან.

თინეიჯერობის ასაკში განსაკუთრებით გოგონებში წონის მატება:
თინეიჯერობის ასაკში წონაში მატება ხშირად ჰორმონალურ ცვლილებებთან, ცხოვრების წესის შეცვლასთან არის დაკავშირებული ამ პერიოდში სხეული განიცდის ტრანსფორმაციას ამიტომ ნებისმიერ ჩარევას, მათ შორის მასაჟს ფრთხილი და სწორი მიდგომა სჭირდება.
მასაჟის როლი აქ შეგვიძლია დამხმარე კომპონენტად გამოვიყენოთ სასურველია აქტივობა სპორტული, სწორი კვების რეჟიმი და ამასთანავე სადაც საჭიროა ენდოკრინოლოგის ჩართულობა.
მასაჟი ამ ყველაფერთან ერთად აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას ასტიმულირებს ნივთიერებათა ცვლას და ეხმარება ორგანიზმს ტოქსინების გამოდევნაში.
რელაქს მასაჟის მნიშვნელობა სტრესის ფონზე:
რელაქს მასაჟი ქრონიკული სტრესის ფონზე არ არის მხოლოდ ფუფუნება ის წარმოადგენს ნერვული სისტემის გადატვირთვას და ფიზიკური ჯანმრთელობის აღდგენის მძლავრ თერაპიულ ინსტრუმენტს.
რელაქს მასაჟი საგრძნობლად ამცირებს სტრესის ჰორმონის კორტიზოლის დონეს სისხლში.პარალელურად ის ასტიმულირებს სეროტონინის და დოფანის გამომუშავებას რაც მომენტალურად აუმჯობესებს განწყობას.