LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

როგორ მოვამზადოთ სხეული ზაფხულისთვის – სილამაზის აკადემია

836
ტარიელ-ბახტურიძე

როგორ მოვამზადოთ სხეული ზაფხულისთვის – ამ თემაზე გადაცემაში  “სილამაზის აკადემია” ფიტნეს-ინსტრუქტორმა ტარიელ ბახტურიძემ ისაუბრა.

როგორ მოვამზადოთ სხეული ზაფხულისთვის?

რომ მოახლოვდება ზაფხული, როგორც წესი მაშინ იწყებენ ფორმებზე ზრუნავს. უმჯობესია ცოტა ადრე დაიწყოს მზადება. 

აუცილებელია შევარჩიოთ შესაბამისი ფიზიკური დატვირთვა და სწორი კვება, ადამიანის მონაცემებზე გათვლილი. 

ხშირი შეცდომა არის მკაცრი კვება, ასევე დატვირთვა კარდიოზე, ეს ის შეცდომებია, რომელმაც შეიძლება შემდეგ წონის მატებაც კი გამოიწვიოს. ორგანიზმი არ უნდა დაისტრესოს. დატვირთვა ნელ-ნელა უნდა გაიზარდოს, რათა არ მოხდეს ჯანმრთელობის დაზიანება.

კვების რაციონზე უნდა გკითხო აუცილებლად…

კვების რაციონი უნდა იყოს შედგენილი სეზონის მიხედვით, სეზონური ხილით, ბოსტნეულით დატვირთული. დიდ როლს თამაშობს, რას ვიღებთ კალორაჟში, რომელსაც ვიღებთ კვების დროს. შესაბამისი რაოდენობით უნდა მიიღონ ადამიანებმა ცილა, ცხიმი.

რაც შეეხება დარბაზში ვარჯიშს, რა არის ამ კუთხით რეკომენდაცია?

არ შეიძლება მძიმე წონებით ვარჯიში, არ შეიძლება გადამეტებული ვარჯიში, 2-3 საათი არის ზედმეტი, ამ დროს იკარგება კუნთის მასა. დატვირთული ვარჯიში შეიძლება ცოტა მოგვიანებით, როცა ადამიანი გაძლიერდება. 

წონითი ვარჯიშისთვის 3 დღე საკმარისია, კარდიო დატვირთვა უნდა იყოს 30-40 წუთი.

ყველას უნდა ცხიმის დაკლება. ყველაზე რთულად დასაკლები ზონებია მუცელი, გალიფე. ამაზე მოქმედებს გენეტიკური ფაქტორი, მაგრამ თუ რეჟიმს სტაბილურად ვიცავთ, ყველა ადგილიდან არის შესაძლებელი ცხიმის მოკლება. 

მათთვის, ვისაც მცირე წონის დაკლება უნდა, უფრო რთულდება კლება, რადგან ორგანიზმში ნაკლებია ცხიმი. ამ დროს კარგია კარდიო ვარჯიშებით დატვირთვა.

წყალი და შაქარი…

წყლის ჩანაცვლება შეუძლებელია. თუ ვერ სვამთ 2-3 ლიტრს, უნდა დალიოთ ცოტა და ნელ-ნელა მოუმატოთ. რაც ეხება შაქარს, რა თქმა უნდა ცუდია, თუმცა ნელ-ნელა შემცირება შესაძლებელია. ყავას თუ უშაქროდ დალევთ, არაფერ პრობლემას არ შეგიქმნით.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები