არსებობს თუ არა ინექციური პროცედურების ალტერნატივა – ამ თემაზე გადაცემაში „სილამაზის აკადემია” კოსმეტოლოგმა ნატა რევაზიშვილმა ისაუბრა.
თანამედროვე კოსმეტოლოგიაში არსებობს როგორც აპარატურული პროცედურები, ასევე პილინგები, ნიღბები, ბევრი სხვადასხვა ხაზია შექმნილი.

ჩვენ ვმუშაობთ კანის ზედაპირზე, უფრო გლუვს ვხდით, უფრო ბზინვარეს, მაგრამ კუნთს ვერაფერს ვუშველით, მიმიკურ ნაოჭებს ვერაფერი ერევა ბოტოქსის გარდა.
არსებობს სხვადასხვა ხაზები ასაკობრივი კანისთვის. ინექციების შემდეგ ყველაზე პოპულარული აპარატურული პროცედურებია, ისინი ღრმა შრეში კარგად ასრულებენ თავის როლს, ლიფტინგის ეფექტს, სიმკვრივეს აძლევს კანს.

თანამედროვე კოსმეტოლოგია უფრო და უფრო მეტად იხვეწება და ყოველ ჯერზე განახლებულ გაიდლაინებს გვთავაზობს.