რა არის თმისა და სახის მეზოთერაპია – ამ თემაზე გადაცემაში „სილამაზის აკადემია“ ექიმმა კოსმეტოლოგმა ქეთი მაჭავარიანმა ისაუბრა.
რა არის მეზოთერაპია?
მეზოთერაპია არის ინექციური პროცედურა, რომლის დროსაც გამოიყენება მზა პროდუქტები, ვიტამინების კომპლექსი, გამომდინარე იქიდან რა პრობლემაზე ვმუშაობთ.
თუ ბიორევიტალიზაცია გულისხმობს მხოლოდ ჰიალურობის მჟავის გამოყენებას, დაბალი
ან საშუალო სიმკვრივის, კლასიკური მეზოთერაპია გულისხმობს კოქტეილს, ვიტამინების კომპლექსს.
ასაკს თუ აქვს მნიშვნელობა?
ასაკი არ არის შეზღუდული, თუ აკნეს საწინააღმდეგო მეზოკოქტეილს ვიყენებთ შეგვიძლია დაბალ ასაკში გამოვიყენოთ.

რამდენად ეფექტურია თვალის გარშემო მუქი წრეებითვის?
თვალის გარშემო სიშავე შეიძლება გამოწვეული იყოს ბევრი ფაქტორიდან. ვინაიდან ის შეიცავს კოფეინს, თვალის გარშემო საკმაოდ ეფექტურია, რადგან კოფეინი და სხვადასხვა ვიტამინები ეხმარება სისხლის მიმოქცევის გაუმჯობესებაში.
თვალსაჩინო ეფექტი შესაძლებელია დავინახოთ პირველივე პროცედურის შემდგომ, მაგრამ შედეგისთვის მისაღებად განმეორებაა საჭირო.
რაც ეხება თმის მეზოთერაპიას?
ამ შემთხვევაშიც ძალიან ეფექტურია. ხელს უწყობს თმის ფოლუკულის ზრდას, თუ ის სიცოცხლისუნარიანია. თუმცა ის არ მოქმედებს ტოტალური ალოპეციის დროს.