ქირურგიული ჩარევის შემდგომ მასაჟი და მისი მნიშვნელობა – ამ თემაზე გადაცემაში „სილამაზის აკადემია“ რეაბილიტოლოგმა შალვა აბულაძემ ისაუბრა.
რა როლს თამაშობს მასაჟი ოპერაციის რეაბილიტაციის შემდგომ?
ლიპოსაქციისა და აბდომინოპლასტიკის შემდეგ მასაჟი მნიშვნელოვან როლს თამაშობს შეშუპების შემცირებაში, სისხლის მიმოქცევის გაუმჯობესებასა და ნაწიბურების მინიმალიზაციაში. სწორად ჩატარებული მასაჟი აჩქარებს რეაბილიტაციას და ეხმარება კანს ახალ ფორმასთან ადაპტაციაში.

რა პერიოდია გასათვალისწინებელი?
გასათვალისწინებელია სარეაბილიტაციო მასაჟი უნდა დავიწყოთ 10-14 დღის შემდეგ ქირურგის რეკომენდაციით. სესიების ხანგრძლივობა დამოკიდებულია ოპერაციის მასშტაბზე, ის გრძელდება 30-40 წუთი, კვირაში 2 ჯერ ან სამჯერ. სრული კურსი შეიძლება გაგრძელდეს ერთი თვის მანძილზე.
ოპერაციის და რეაბილიტაციის შემდგომ აუცილებელია პაციენტმა დაიცვას შემდეგი მარტივი წესები:
მუდმივი სტრესი და უძილობა და თამბაქო დაბალი ფიზიკური აქტივობა აჩქარებს დაბერების პროცესს.
რეგულარული ვარჯიში, აქტივობა, ძილის რეჟიმის გაუმჯობესება, სწორი კვების რეჟიმი, და წყლის საჭირო რაოდენობით მიღება ხელს უწყობს ჯანმრთელობის გაუმჯობესებას და ზოგადი მდგომარეობის ხარისხზე.
