LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გიორგი გახარია: „დღევანდელი დღე გვახსენებს, რომ ერთიანობის გარეშე ჩვენ ვსუსტდებით და მტერი ამას ჩვენს წინააღმდეგ იყენებს – სწორედ ერთიანობით შევძლებთ, ავაშენოთ ისეთი საქართველო, სადაც ჩვენს შვილებს ექნებათ ღირსეული მომავალი“

109
გიორგი გახარია

დღევანდელი დღე გვახსენებს, რომ ერთიანობის გარეშე ჩვენ ვსუსტდებით და მტერი ამას ჩვენს წინააღმდეგ იყენებს – სწორედ ერთიანობით შევძლებთ, ავაშენოთ ისეთი საქართველო, სადაც ჩვენს შვილებს ექნებათ ღირსეული მომავალი, – ამის შესახებ პარტია „გახარია საქართველოსთვის“ თავმჯდომარე, გიორგი გახარია სოციალურ ქსელში წერს.

როგორც გახარია აღნიშნავს, თავისუფლებისთვის და დამოუკიდებლობისთვის ბრძოლა დღესაც გრძელდება.

„გილოცავთ 26 მაისს – საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს! ეს დღე არის ჩვენი სახელმწიფოებრიობის, თავისუფლებისა და ერთიანობის სიმბოლო. საუკუნეების განმავლობაში, ქართველმა ხალხმა თავისუფლებისთვის არაერთ ბრძოლას გაუძლო, თუმცა თავისუფლებისთვის და დამოუკიდებლობისთვის ბრძოლა დღესაც გრძელდება.

დღევანდელი დღე გვახსენებს, რომ ერთიანობის გარეშე ჩვენ ვსუსტდებით და მტერი ამას ჩვენს წინააღმდეგ იყენებს.

სწორედ ერთიანობით შევძლებთ, ავაშენოთ ისეთი საქართველო, სადაც ჩვენს შვილებს ღირსეული მომავალი ექნებათ.

გაუმარჯოს ერთიან, თავისუფალ, დამოუკიდებელ საქართველოს!“- წერს გახარია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g