LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სამთო გიდი შაკო მარგიანი ტრაგიკულად დაღუპულ მთამსვლელ ნიკოლოზ ფალიანზე: „პირველი გასეირნება ბანგურიანი იყო! ბოლო უშბა! არ აპირებდი ფრენას! შენ აქ უნდა იყო!“

224
შაკო მარგიანი, ნიკოლოზ ფალიანი

22 მაისს, უშბაზე ექსპედიციის დროს ტრაგიკულად დაღუპული ცნობილი მთამსვლელი და სამთო გიდი, 29 წლის ნიკოლოზ ფალიანი 27 მაისს დაკრძალეს.

უშბაზე მთის გიდი ნიკოლოზ ფალიანი დაიღუპა: „დავკარგეთ არამხოლოდ მეგობარი, არამედ ადამიანი, რომლის სიმამაცე, სითბო და ძალა ყველასთვის შთაგონება იყო. მთები იყო შენი ეშხი და შენი სული, და სწორედ იქ დაგვტოვე შენს საყვარელ სივრცეში“

ნიკოლოზ ფალიანს საზოგადოება ემოციურად დაემშვიდობა – გამომშვიდობების კადრები სოციალურ ქსელში გავრცელდა.

„მშვიდობით ნიკო, შენი სვლა თოვლში არასოდეს წაიშლება…“ – უშბაზე ექსპედიციის დროს დაღუპულ მთამსვლელს, ნიკოლოზ ფალიანს მეგობრები ემშვიდობებიან

ნიკოლოზ ფალიანის, რომელიც 10 წელზე მეტი ექსპედიციებს თოვლზე, ყინულსა და კლდეებზე ხელმძღვანელობდა, ემოციურ პოსტს უძღვნის მთამსვლელი, სამთო გიდი შაკო მარგიანი.

„პირველი გასეირნება ბანგურიანი იყო! ბოლო უშბა !😞 @nick_phaliani არ აპირებდი ფრენას! შენ აქ უნდა იყო!!!“, – წერს შაკო მარგიანი.

შეგახსენებთ, ალპინისტი და სამთო გიდი, ნიკოლოზ ფალიანი უშბაზე ექსპედიციის დროს დაიღუპა.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის განცხადებით, სვანეთში, უშბის მთაზე ქვეითად გადაადგილდებოდა 4 პიროვნება, რომელთაგან ერთ-ერთი სიმაღლიდან გადავარდა.

„ცუდი, უსაშველოდ გაუსაძლისი დღე დგება ჩვენს გვარში, ალბათ მთელ სვანეთში… შენი თავი შენვე ჩაწერე ოქროს ასოებით „სვანეთის სულთა მატიანეში“ – ნიკოლოზ ფალიანის მამიდა ემოციურ პოსტს აქვეყნებს

„არ ვიცი როგორ გავბედე ამ ვიდეოს გაკეთება…“ – ნიკო ფალიანს დამ ემოციური პოსტი და ვიდეო მიუძღვნა

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g