LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

უშბაზე ნიკოლოზ ფალიანის ტრაგიკულად დაღუპვიდან ერთი წელი გავიდა – „როგორ გვჭირდები! მინდა დედამიწა შუაზე გავხეთქო, ისეთი მოუშუშებელი ტკივილი ხარ… ყველა ეპოქის გამორჩეული და განუმეორებელი სამთო გამყოლი!“

146
ნიკოლოზ ფალიანი

ალპინისტისა და სამთო გიდის, ნიკოლოზ ფალიანის გარდაცვალებიდან დღეს ერთი წელი გავიდა – 29 წლის ნიკოლოზ ფალიანი 2025 წლის 22 მაისს, უშბაზე ექსპედიციის დროს სიმაღლიდან ვარდნის შედეგად ტრაგიკულად დაიღუპა.

„შემთხვევით, ისტორიული კადრი გადამიღია – ნიკო ფალიანის უკანასკნელი ექსპედიცია უშბაზე… მოვაახლოვეთ კადრი და გამოჩნდა ეს ტრაგიკული ლაშქრობა“ – რა კადრებს აქვეყნებს გიორგი ჯობავა

აღნიშნულ თარიღს დღეს ნიკოლოზ ფალიანის ოჯახის წევრები და მეგობრები საჯაროდ, სოციალურ ქსელში ეხმაურებიან და მის შესახებ სხვადასხვა ისტორიას იხსენებენ.

ნიკოლოზ ფალიანს ემოციურ პოსტს უძღვნის მისი და, ქეთი ფალიანიც.

„ყინული ჩამიტყდა და ჩავვარდი ნაპრალში, ავხედე ნიკოს და დავიწყეთ სიცილი… დაუჯერებელია, რომ მწვერვალებზე ვეღარ ვივლით ერთად, ძალიან რთულია დაძინება და მერე ისევ ამ რეალობაში გაღვიძება“ – ნიკოლოზ ფალიანის დის ემოციური სტატუსი

„ზუსტად ერთი წელი გავიდა იმ დღიდან, როცა ჩვენი ოჯახის ძალიან დიდმა სიყვარულმა, სხვა სამყაროში გადაინაცვლა. ადამიანი, რომელიც იყო, არის და იქნება ამ და ყველა დროის, ყველა ეპოქის საუკეთესო, მიზანდასახული, შრომისმოყვარე, გამორჩეული და განუმეორებელი სამთო გამყოლი! სიკეთის, სიყვარულის, ადამიანობისა და გვერდში დგომის ნათელი მაგალითი. ჩვენი ოჯახის უდიდესი ძალა, ყველას გვერდში მდგომი და გზამკვლევი – ნიკო…

ისევ ისე, იმ დღის მსგავსად, მინდა დედამიწა შუაზე გავხეთქო… ისეთი მოუნელებელი და მოუშუშებელი ტკივილი ხარ, რომელიც არასდროს განელდება… იმდენად არ უნდა გულს, რომ დაიჯეროს შენი აქ არყოფნა.

თეთეს ძალიან დიდი სიყვარული ხარ…

როგორ გვჭირდები“, – წერს ქეთი ფალიანი სოციალურ ქსელში.

„როგორც კი გაგიღიმებდა, შენ წინაშე იყო ადამიანი, რომელიც ანათებდა, როგორც მზე… არ გემშვიდობებით, რადგან შენი საქმე, სიყვარული და შენი მთის კაცობა ლამპრად უნდა ავინთოთ და წინ გავიმძღვაროთ, დაე არასდროს დაფაროს შენი ნაკვალევი თოვლმა“ – ირაკლი კუციას ემოციური მიმართვა ნიკოლოზ ფალიანს

შეგახსენებთ, ალპინისტი და სამთო გიდი, 29 წლის ნიკოლოზ ფალიანი უშბაზე ექსპედიციის დროს 22 მაისს, სიმაღლიდან ვარდნის შედეგად დაიღუპა.

ვიდეო: „აუცილებლად გასახელებს პატარა ადამიანი, რომელიც ვერ გაიცანი, მაგრამ რომ გაიზრდება, მთელს სვანეთში, საქართველოში და მსოფლიოში დახვდება შენი გაკვალული გზა… საუკუნეების განმავლობაში გაგრძელდება შენი საქმე და სახელი“ – კიდევ ერთი ემოციური მიმართავ ნიკოლოზ ფალიანს

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g