გია როინიშვილი გადაცემას „პირველი სტუდია“ სტუმრობდა, სადაც პირად ცხოვრებაზე ისაუბრა.
წამყვანის კითხვაზე, თუ რა გადააფასებინა მას ცხოვრებამ როინიშვილმა უპასუხა:
„მე არასოდეს ამ თემაზე არსად არ მილაპარაკია, არც ახლა ვაპირებ ამაზე საუბარს, მაგრამ ერთი რამ მინდა იცოდე, მე იმიტომ კი არ ვარიდებ თავს ამაზე ლაპარაკს, რომ სათქმელი არ მაქვს…იმიტომ, რომ ეს არის ჩემთვის ტაბუდადებული თემა. ბევრი კრიტიკა მომისმენია ჩემზე, მე არასოდეს ამაზე პასუხი არ გამიცია. არც ვაპირებ პასუხის გაცემას, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ პასუხი არ მაქვს. ამით შემოვიფარგლები, თუ შეიძლება,“ – აღნიშნა როინიშვილმა.