მსახიობი ეთო გუგავა სოციალურ ქსელში მიმართვას ავრცელებს და მოქალაქეებს მოქანდაკის, მხატვრის, არქიტექტორისა და დიზაინერის, ლევან ჩლაიძის დახმარების მიზნით, გაერთიანებას სთხოვს.
როგორც ეთო გუგავა აღნიშნავს, ლევან ჩლაიძემ 4 წლის წინ მხედველობა სრულიად დაკარგა, ახლა კი უკვე შესაძლებელია მხედველობის აღდგენის ოპერაციის გაკეთება, რომელსაც გარკვეული თანხა სჭირდება.
„ცხოვრების უსამართლობაზე მეტად, ახლა ადამიანების სიკეთეზე მინდა გავაკეთო აქცენტი..
კი! ასეა! როცა უსამართლობას ვაწყდებით, ადამიანთა ერთობა მას ღირსეულ წინააღმდეგობას უწევს და ახლა ზუსტად ეს მომენტია ლევან ჩლაიძის ცხოვრებაში!
ვინაა ლევანი? გენიოსი! ისაა მოქანდაკე, მხატვარი, არქიტექტორი და დიზაინერი!
რა სჭირდება ამ შედევრების შექმნისათვის? ხელები და თვალები! სად მოხდა უსამართლობა?! მან ერთ დღეს სრულად დაკარგა თვალის ჩინი! ვეღარ დაინახა და დასრულდა იმ წარმოუდგენლად საოცარი ნამუშევრების შექმნა..
სად არ ვიყავით, რა არ გავაკეთეთ, მაგრამ უშედეგოდ! მხედველობა არა და არ ბრუნდება!
ჰოდა, ახლა გაჩნდა იმედი! თანამედროვე მედიცინა გვეუბნება, რომ ოთხწლიან სიბნელეს, სინათლე ჩაანაცვლებს!
თურმე ორი თვალიდან, ერთს ააწყობენ და ბატონი ლევანი ისევ დაინახავს!
მაგრამ ეს საკმაოდ ძვირია და ახლა თუ ყველა წარმოვიდგენთ, თუ რა ძნელია, შანსი გვქონდეს და ვერ ავიხდინოთ ოცნება, მხოლოდ იმიტომ, რომ საკმარისი თანხა არ გვაქვს, ავიღებთ ტელეფონს და დავეხმარებით ამ კაცს!!
მისი ნამუშევრები ნახეთ? წარმოუდგენელია!! ამ 4-წლიან სიბნელეში ათასობით ახალი იდეა გაჩნდა მის გონებაში და ერთი სული აქვს ქაღალდზე გადაიტანოს!!
ჯანდაცვამ 5 000 ლარით დააფინანსა..
ლევანს, ბაბუს ვეძახით, ხოდა ბაბუს სჭირდება ადამიანთა ერთობა.. არ მოვყვები, თუ რები აქვს მას თავად სხვებისთვის გაკეთებული! ბაბუ არის მოსიარულე სიკეთე და ახლა დროა დაუბრუნდეს იმ ოხერ ქვაზე დადებული…
ერთი ის კი ვიცი, რომ როცა დამინახავს, მერე მე გავხდები საშველი… თანხა 30 000…
თიბისი ბანკი – #GE76TB7559745064300078
საქართველოს ბანკი – #GE68BG0000000603120269
მიმღები ლევან ჩლაიძე“, – წერს ეთო გუგავა სოციალურ ქსელში.
ცხოვრების უსამართლობაზე მეტად, ახლა ადამიანების სიკეთეზე მინდა გავაკეთო აქცენტი.. კი ! ასეა! როცა უსამართლობას…
Posted by Eto Gugava on ორშაბათი, 02 ივნისი, 2025