LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ხელვაჩაურში ახალგაზრდა მამაკაცი მოკლეს

190
მკვლელობა ხელვაჩაურში

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში ახალგაზრდა კაცი მოკლეს. შემთხვევა გვიან ღამით, სოფელ ერგეს მიმდებარედ მოხდა.

არსებული ინფორმაციით, მამაკაცი მდინარესთან, საკუთარ ავტომობილში ცეცხლსასროლი იარაღით ჩაცხრილეს.

ადგილობრივთა თქმით, ახალგაზრდა კაცი, მდინარეზე გასასეირნებელ კატერს აქირავებდა და ღამით იქვე, მანქანაში ეძინა.

ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, მოკლულის მანქანა სავარაუდოდ, კვალის წაშლის მიზნით მდინარეშია გადაგდებული.

როგორც „ფორტუნას“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე და 236-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას და ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალის, მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარებას გულისხმობს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g