LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ხელვაჩაურში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ქალი დაიღუპა

222
-------2023-07-23_20-17-51_010179

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა, ორი კი დაშავდა. შემთხვევა ბათუმი–ახალციხის დამაკავშირებელი გზის ერგეს მონაკვეთზე მოხდა.

ავარიის შედეგად გარდაცვლილი, მსუბუქ ავტომანქანაში მყოფი შუახნის ქალია. დაშავებული მამაკაცები კი კლინიკაში გადაიყვანეს.

მომხდარ ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g