საქართველოში პირველადი ჯანდაცვის სისტემის რეფორმა იწყება – ამ თემაზე გადაცემაში „სახალხო პლატფორმა” – ჯანდაცვის სამინისტროს სტრატეგიული განვითარებისა და ანალიტიკის დეპარტამენტის უფროსმა ლელა სულაბერიძემ ისაუბრა.
რას მოიცავს პირველადი ჯანდაცვის სისტემის რეფორმა?
საქართველოში პირველადი ჯანდაცვის სისტემის რეფორმა იწყება. ცვლილებები, მოსახლეობის საჭიროებების გათვალისწინებით, ამბულატორიული სერვისების გაფართოებასა და სამართლიანი დაფინანსების მოდელის შექმნაზეა ორიენტირებული.რეფორმის ფარგლებში, თითოეული მოქალაქე მიიღებს პრევენციული, სკრინინგის, დიაგნოსტიკური და სამკურნალო სერვისების ფართო სპექტრს, სერვისების მიმწოდებელი დაწესებულება კი ადეკვატურ დაფინანსებას. რეფორმა, მნიშვნელოვნად გაზრდის, პირველადი ჯანდაცვის დაწესებულების სამედიცინო მომსახურების ხარისხსა და გააუმჯობესებს სტანდარტებს.
საპილოტე პროგრამა, 2025 წლის პირველი ივლისიდან 6 სამედიცინო დაწესებულებაში (3 კერძო და 3 სახელმწიფო დაწესებულება) დაიწყება, ზემოაღნიშნული ცვლილებებიც, პირველ ეტაპზე, მხოლოდ აღნიშნულ კლინიკებში ამოქმედდება.
რეფორმის ფარგლებში, ფართოვდება პჯდ სერვისების პაკეტის მოცულობა და ემატება ისეთი ლაბორატორიულ-ინსტრუმენტული კვლევები, რომლებიც უზრუნველყოფენ ამბულატორიულ დონეზე მართვადი დაავადებების მართვის ხარისხის გაუმჯობესებას.
საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში, დაფინანსებულ გამოკვლევებს, რეფორმის ფარგლებში, ემატება შემდეგი გამოკვლევები:
კონკრეტული პაციენტების მოსახურებისთვის, თითქმის გაორმაგებული და გასამმაგებულია იქნება სახელმწიფოს მხრიდან ანაზღაურების ღირებულება.
კერძოდ, ინერგება ასაკ-სპეციფიკური კაპიტაცია, რომლის მოცულობა ასაკობრივი ჯგუფების მიხედვით ცვალებადია და შეესაბამება სხვადასხვა ასაკობრივი ჯგუფის ჯანდაცვის სერვისების მოხმარების საჭიროებებს. მაგალითად, 0-დან 5 წლამდე ბავშვებისა და საპენსიო ასაკის მოსახლეობისთვის კაპიტაციის მოცულობა უფრო მაღალია ვიდრე სხვა ასაკობრივ ჯგუფებში შემავალი პოპულაციისათვის, რადგან ხსენებულ ჯგუფებში ჯანდაცვის სერვისების მოხმარება გაცილებით მაღალია დანარჩენ ჯგუფებთან შედარებით.
გეგმური ამბულატორიული დაწესებულებების სამედიცინო პერსონალისთვის განისაზღვრა შესაბამისი ანაზღაურების მინიმალური ზღვარი, კერძოდ, ექიმის შემთხვევაში – 1,260 ლარი, ხოლო ექთნის შემთხვევაში – 792 ლარი.
სხვა პირველადი ჯანდაცვის დაწესებულებებს, ექნებათ შესაძლებლობა, 2025 წლის 1 ნოემბრამდე, რეფორმაში ჩართვის კრიტერიუმების დაკმაყოფილების შესახებ, აცნობონ სამინისტროს. სამინისტრო 2026 წლის 1 მარტამდე შეაფასებს სამედიცინო დაწესებულებების კრიტერიუმებთან შესაბამისობას და მოდელი გაფართოვდება.
რეფორმაში ჩართვის კრიტერიუმები მოიცავს ფიზიკური და მატერიალური ინფრასტრუქტურული მოთხოვნების, ელექტრონული სამედიცინო ჩანაწერების სისტემის, პერსონალის უწყვეტი სამედიცინო განათლების, იმუნიზაციის სერვისის მიწოდების მინიმალურ ზღვრულ მოცულობას.
ამასთანავე, 2026 წლის იანვრიდან 2026 წლის ივნისის ჩათვლით, საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის გეგმური ამბულატორიული მომსახურების მიმწოდებელი ყველა დაწესებულება ვალდებულია უზრუნველყოს მოსარგებლეთა ხელახალი რეგისტრაცია გეოგრაფიული პრინციპის დაცვით, ფაქტობრივი საცხოვრებელი მისამართის გათვალისწინებით, რაც დღევანდელი სისტემის არსებულ ნაკლოვანებას აღმოფხვრის.
რეფორმის პაკეტზე მუშაობა განხორციელდა ადგილობრივი და საერთაშორისო ორგანიზაციების მხარდაჭერით, რომელთაგან აღსანიშნავია საოჯახო მედიცინის ასოციაციის, საერთაშორისო ფონდი კურაციოს, მსოფლიო ჯანმრთელობის ორგანიზაციისა და აზიის განვითარების ბანკის ფინანსური და ტექნიკური მხარდაჭერა.