LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დღის ჰოროსკოპი – მიხეილ ცაგარელის 6 ივნისის ასტროლოგიური პროგნოზი

2515
მიხეილ ცაგარელი

სიყვარულის და სილამაზის მმართველი პლანეტის – ვენერას 4 ივლისამდე კუროს ზოდიაქოს ნიშანში გადასვლა ხელს შეუწყობს პარტნიორული ურთიერთობის განმტკიცებას. ადამიანებში მოიმატებს სიფრთხილე და წინდახედულობა, ერთგულება და ყაირათიანობა, სიჯიუტე და პირდაპირობა. ფინანსური წარმატება ელით მათ, ვინც საბანკო, ეკონომიკის და ბიზნესის სფეროშია დასაქმებული.

პარტნიორული ურთიერთობა – არ ღირს პარტნიორის ზედმეტად იდეალიზება.

პოზიტიური და ნეგატიური დღე – სასიკეთო დღეა კულტურული და გასართობი ღონისძიებების მოწყობისთვის.

ჯანმრთელობა – მოერიდეთ ალერგიული პროდუქტის მიღებას. კარგი დღეა კოსმეტიკური პროცედურების ჩატარებისთვის. გაუფრთხილდით დასუსტებულ ყელს, თირკმელებს და ენდოკრინულ სისტემას.

დღის ფერები და მინერალები – ლურჯი, ნაცრისფერი, კრემისფერი, ყვითელი და ყავისფერი, ასევე ნეფრიტი, ლაზურიტი, ჟადეიტი, საფირონი და ტოპაზი გააძლიერებენ თქვენს ბუნებრივ შარმს, კოსმოსის დადებითი ენერგიების მოზიდვით კი, გაზრდიან წარმატების შანსებს.

ზოდიაქოს ნიშნები – იღბლიანი დღეა ტყუპებისთვის, მშვილდოსნისა და მერწყულისთვის. ნაკლებად გაუმართლებთ ქალწულს, მორიელს და თევზებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები