LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ალექსანდრე დარახველიძე: „თემურ ქათამაძემ არ ისარგებლა ქვეყნის ნებაყოფლობით დატოვების შესაძლებლობით, გაძევება იძულების წესით მოხდა საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნების შესაბამისად“

118
ალექსანდრე დარახველიძე

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის, ალექსანდრე დარახველიძის განცხადებით, ბათუმის აქციების მონაწილის, აქტივისტ თემურ ქათამაძის ქვეყნიდან გაძევება საქართველოს კანონმდებლობის სრული დაცვით, სასამართლოს მიერ კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების შესაბამისად მოხდა.

როგორც ალექსანდრე დარახველიძემ დღეს, ბრიფინგზე თქვა, თემურ ქათამაძემ ქვეყნის ნებაყოფლობით დატოვების შესაძლებლობით არ ისარგებლა.

„გვსურს საზოგადოებას მივაწოდოთ ინფორმაცია, გაფარ ილმაზის ქვეყნიდან გაძევების ფაქტთან დაკავშირებით. ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ მისი გაძევება მოხდა საქართველოს კანონმდებლობის სრული დაცვით, სასამართლოს მიერ კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების შესაბამისად.

ამასთან, გაცნობებთ, რომ აღნიშნული პირის საქმესთან დაკავშირებით სასამართლოს 8 სხვადასხვა ინსტანციაში ჩატარდა განხილვები და სასამართლომ სრულად გაიზიარა შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის პოზიცია. ასევე, დაცვის მხარემ, დროებითი ღონისძიების მოთხოვნით მიმართა ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს, რომელმაც მისი მოთხოვნა არ დააკმაყოფილა.

გაფარ ილმაზმა არ ისარგებლა ქვეყნის ნებაყოფლობით დატოვების შესაძლებლობით, შესაბამისად, მისი გაძევება იძულების წესით მოხდა საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნების შესაბამისად“, – თქვა ალექსანდრე დარახველიძემ.

ცნობისათვის, თემურ ქათამაძე პოლიციამ ბათუმში თავდაპირველად ადმინისტრაციული წესით დააკავა, პატიმრობიდან გათავისუფლების შემდგომ ის კვლავ დააკავეს. მეორედ დაკავების დროს, მას პოლიცია საქართველოში ცხოვრების უფლების არქონას ედავებოდა.

⬇⭕თემურ ქათამაძის მეუღლის ინფორმაციით, დაკავებული აქტივისტი თურქეთში გადაიყვანეს. როგორც ნინო კაკულიამ „ინტერპრესნიუსს“…

Posted by Fortuna News • ფორტუნას ახალი ამბები on სამშაბათი, 10 ივნისი, 2025

ფოტო სლაიდზე: „პუბლიკა“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g