LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ალექსანდრე დარახველიძე: „ჯანსაღ კრიტიკასა და ღირსების შემლახველ, შუღლის გამაღვივებელ შეფასებებს შორის უდიდესი სხვაობაა და ამას რეაგირება სჭირდება“

105
ალექსანდრე დარახველიძე

„საჯარო სივრცეში ჯანსაღი კრიტიკის გამოხატვასა და ღირსების შემლახველ, მოქალაქეებს შორის შუღლის გამაღვივებელი შინაარსის მქონე საჯარო შეფასებებს შორის უდიდესი სხვაობაა და ამ ყველაფერს შესაბამისი და დროული რეაგირება სჭირდება“, – ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ალექსანდრე დარახველიძემ „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა.

მამუკა მდინარაძე – „კრიტიკის გამო არავინ არავის დაადებს ადმინისტრაციულ სახდელს, ამის გარანტიას გაძლევთ“

მამუკა მდინარაძე: „შსს-ში შეიქმნება სპეციალური სამმართველო, რომლის ძირითადი ფუნქცია საჯარო სივრცეში სიძულვილის ენის, შეურაცხმყოფელი კამპანიების და აგრესიული კომუნიკაციის სისტემური მონიტორინგი და სამართლებრივი რეაგირება იქნება“

„სახელმწიფოს ვალდებულებაა, უზრუნველყოს იმგვარი გარემოს შექმნა, სადაც განსხვავებული აზრი დაცული იქნება, ამავდროულად კი, მიუღებელი იქნება სიძულვილის, მტრობისა და შეურაცხყოფის წახალისება“ – თქვა მამუკა მდინარაძემ.

დარახველიძემ კომენტარი გააკეთა უწყების შემადგენლობაში ახალი სამმართველოს შექმნის შესახებ დასმული კითხვაზე, რომლის ფუნქცია სიძულვილის ენის ფაქტების გამოვლენა და სამართლებრივი რეაგირება იქნება.

„სახელმწიფო ვალდებულია ჰქონდეს კიდევ უფრო ეფექტიანი მექანიზმები, მკაფიო მიდგომა საჯაროდ პიროვნების ღირსების შელახვისა და სხვისი უფლებების დარღვევის შემცველი ფაქტების დროულად გამოვლენისა და შესაბამისი სამართლებრივი რეაგირების მიზნით. სწორედ აღნიშნულს ემსახურება შინაგან საქმეთა სამინისტროში, კერძოდ ადამიანის უფლებების დაცვის დეპარტამენტში ახალი სამმართველოს შექმნის ინიციატივა. აღნიშნული დეპარტამენტი კომპეტენციის ფარგლებში ისედაც მუდმივად ახორციელებს შესაბამის აქტივობებს მოქალაქეების უფლებების დასაცავად და დეპარტამენტის თანამშრომლებს ამ მიმართულებით მუშაობის ძალიან დიდი გამოცდილება, ხელშესახები შედეგები აქვთ. ახალი სამმართველოს საქმიანობა ორიენტირებული იქნება მოქმედი კანონმდებლობის ფარგლებში უშუალოდ ისეთი კატეგორიის ქმედებების მონიტორინგზე და შემდგომ სამართლებრივ რეაგირებაზე, რომელიც დაკავშირებულია ღირსების შელახვასთან, პიროვნულ თავდასხმებთან და შეურაცხყოფასთან. ისმის კრიტიკა, რომ თითქოს აღნიშნული სიახლის მიზანი განსხვავებული აზრის გამო ცენზურის დაწესების მცდელობაა, ეს შეფასება ცალსახად მოკლებულია საფუძველს – საჯარო სივრცეში ჯანსაღი კრიტიკის გამოხატვასა და ღირსების შემლახველ, მოქალაქეებს შორის შუღლის გამაღვივებელი შინაარსის მქონე საჯარო შეფასებებს შორის უდიდესი სხვაობაა და ამ ყველაფერს, შესაბამისი და დროული რეაგირება სჭირდება. დარწმუნებული ვარ, რომ თითოეულ გამოვლენილ ფაქტს ობიექტური, მიუკერძოებელი სამართლებრივი შეფასება მიეცემა“, – აღნიშნა დარახველიძემ.

ცნობისთვის, შინაგან საქმეთა სამინისტროში შეიქმნება სპეციალური სამმართველო, რომლის ძირითადი ფუნქციაც საჯარო სივრცეში სიძულვილის ენის, შეურაცხმყოფელი კამპანიისა და აგრესიული კომუნიკაციის სისტემური მონიტორინგი და შესაბამისი სამართლებრივი რეაგირება იქნება. როგორც დარახველიძემ აღნიშნა, სამმართველო, სავარაუდოდ, პირველი ივნისიდან დაიწყებს სრულფასოვან მუშაობას.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g