LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ბაჩიაშვილს, თუ სხვა ნებისმიერ ადამიანს, რომელიც დღეს ბრალდებულია, აქვს მოლოდინი, რომ ამდენი ზიანი მივაყენე სხვა ადამიანს, წავალ მერე და ჩემთვის ბედნიერად ვიცხოვრებ, ეს ასე არ არის“ – მდინარაძე ახალ საკანონმდებლო ინიციატივაზე

203
მამუკა მდინარაძე

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, მამუკა მდინარაძის განცხადებით, ეკონომიკური და ფინანსური დანაშაულის ჩადენის შემთხვევაში, დაზარალებულისთვის ზიანის ანაზღაურების მიზნით, ბრალდებულისგან/მსჯავრდებულისგან, მისი ოჯახის წევრებისგან და მასთან დაკავშირებული პირებისგან ქონების ამოღება მარტივდება.

კითხვაზე, გიორგი ბაჩიაშვილის საქმე ხომ არ იყო აღნიშნული ინიციატივის ინსპირაციის წყარო, მამუკა მდინარაძემ უპასუხა: „დიახ, მათ შორის“.

მდინარაძის განცხადებით, გიორგი ბაჩიაშვილს თუ სხვა ნებისმიერ ადამიანს, რომელიც დღეს ბრალდებულია და ხვალ შეიძლება დამნაშავე იყო აქვს მოლოდინი რომ ამდენი ზიანი მიაყენა სხვა ადამიანს და წავა და თავისთვის ბედნიერად იცხოვრებს ეს ასე არ არის.

„ეს ბაჩიაშვილი იქნება, თუ სხვა ნებისმიერ ადამიანი, რომელიც დღეს ბრალდებულია, ხვალ მსჯავრდადებული იქნება და მას დაუმტკიცდება, რომ ეს კონკრეტული დანაშაული ჩაიდინა და ამ დანაშაულის შედეგად მიაყენა მეორე ადამიანს შესაბამისი ზიანი, ვიდრე ამ ზიანს არ აანაზღაურებს ასე თავისუფლად უკაცრავად ამ სიტყვისთვის ვერ იპარპაშებს, ანუ თუ ვიღაცას, მათ შორის, კიდევ ერთხელ ვიმეორებ ბაჩიაშვილს თუ სხვა ნებისმიერ ადამიანს, რომელიც დღეს ბრალდებულია და ხვალ შეიძლება დამნაშავე იყო აქვს მოლოდინი რომ ამდენი და ამდენი ზიანი მივაყენე სხვა ადამიანს და წავალ მეორე და ჩემთვის ბედნიერად ვიცხოვრებ ეს ასე არ არის.

თქვენ რომ ვიღაცამ ზიანი მოგაყენოთ და თქვენი ეს ნაწვალები ქონება, რაც ხელფასით გაქვთ დაგროვებული, სახლი თუ რაღაც რაც შეიძინეთ კრედიტით მოგპაროთ, წაგართვათ, მიითვისოს, ვიდრე არ დაგიბრუნებთ და ამისი ამოღება შესაძლებელი იქნება დაკავშირებული პირისგან, თუ დაუმტკიცდება, რა თქმა უნდა, დაუსაბუთებელი ქონება თუ ექნება ოჯახის წევრს და დაკავშირებულ პირს და იქნება მტკიცებულება იმისა, რომ ამით არის შეძენილი და ა.შ. გამარტივდება ამ ზიანის ანაზღაურება და დაზარალებულის ინტერესების დასაკმაყოფილებლად მიქცევა“,-განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g