ინფლუენსერი გვანცა მაჭარაძე მეუღლესთან, ბაჩო არაბულთან ერთად, საბერძნეთის ულამაზეს კუნძულ, სანტორინიზე გადაღებულ კადრებს გვიზიარებს.
„დაბრუნება სანტორინიზე, სადაც ყველაფერი დაიწყო“, – წერს გვანცა მაჭარაშვილი.
ცნობისათვის, გვანცა მაჭარაძეს და მის მეუღლეს ბაჩო არაბულს 10 ივნისს სანტორინიზე ქორწილი ჰქონდათ. წყვილმა ულამაზესი კადრები „ინსტაგრამზე“ გაგვიზიარა და დიდი მოწონებაც დაიმსახურა.
ქორწილში ქართველი ფეხბურთელი ბუდუ ზივზივაძე და მისი მეუღლე ნინი კვერნაძე იყვნენ და სოციალურ ქსელში კადრები გაგვიზიარეს.