აშშ-ში, Julien’s Auctions-ზე პრინცესა დიანას ნივთები გაიყიდება. Reuters-ის ინფორმაციით, კოლექციონერებს გამორჩეული ლოტების შეძენის საშუალება 26 ივნისს მიეცემათ.
როგორც აუქციონის სახლის წარმომადგენელმა დააზუსტა, დაგეგმილი ვაჭრობა ისტორიაში უდიდესი იქნება და პრინცესა დიანას 100-ზე მეტი ნივთი იქნება წარმოდგენილი.
მათ შორის იქნება აბრეშუმის კაბა ყვავილების პრინტით, რომელიც დიანას საავადმყოფოებში ვიზიტების დროს ეცვა ხოლმე. სავარაუდო ფასი 200-300 ათასი დოლარია.
ლოტებს შორის იქნება dior-ის ჩანთაც, რომელიც დიანას საფრანგეთის ყოფილმა პირველმა ლედიმ უსახსოვრა. ფასი 100-200 ათასი დოლარია.
აუცილებლად უნდა აღინიშნოს, რომ აუქციონზე მიღებული თანხის ნაწილი ქველმოქმედებისთვის გადაირიცხება.
წარსულში Julien’s Auctions-ზე პრინცესა დიანას კაბა 1,14 მილიონ დოლარად გაიყიდა.