LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნიკოლოზ სამხარაძე შაჰინის განცხადებაზე: „არა ერთხელ მოგვისმენია მსგავსი განცხადებები, თუმცა, ეს სიახლეა, როდესაც დაუდასტურებელ ინფორმაციაზე ან ვარაუდებზე ხდება განცხადებების გაკეთება“

211
ნიკოლოზ სამხარაძე

სიახლეა, როცა დაუდასტურებელ ინფორმაციაზე ან ვარაუდებზე ხდება განცხადებების გაკეთება, – ამის შესახებ პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, ნიკოლოზ სამხარაძემ განაცხადა.

მისი თქმით, ვინმეს თუ რაიმე კითხვები აქვთ, შეუძლიათ, მიმართონ როგორც ქართულ, ასევე გაერთიანებული საამიროების სამართალდამცავებს.

„მსგავსი განცხადებები არაერთხელ მოგვისმენია, თუმცა სიახლეა, როცა დაუდასტურებელ ინფორმაციაზე ან ვარაუდებზე ხდება განცხადებების გაკეთება. წარმოუდგენელია, როცა სენატორები განცხადებას იმ ფაქტზე აკეთებენ, რომელიც არათუ დადასტურებული არ არის, საერთოდ სპეკულაციების სფეროდანაა. ვინმეს თუ რაიმე კითხვები აქვთ, შეუძლიათ, მიმართონ როგორც ქართულ, ასევე გაერთიანებული საამიროების სამართალდამცავებს. ეპითეტები, რომლებსაც უხვად ურიგებენ სხვადასხვა ადამიანს, შემდეგ, სამწუხაროდ, ამ ეპითეტების გაუფასურებას იწვევს. რთულია ამაზე სერიოზული კომენტარის გაკეთება“, – განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g