21 ივნისს, ღვინის კლუბი, ღვინის ეროვნული სააგენტოს ხელშეწყობით, მთაწმინდის პარკში, ანდერვილ კლუბში, ცქრიალა ღვინის მესამე ფესტივალზე გიწვევთ.
ფესტივალში მონაწილეობას მიიღებენ ყველა სტილის ცქრიალა ღვინის მწარმოებლები: შამპანური მეთოდი, პეტნატი (ნატურალური ცქრიალა), შარმას მეთოდი, შუშხუნა ღვინო.
წელს ფესტივალს 35 მონაწილე ეყოლება, მათ შორის არიან როგორც მცირე მარნები, ისე დიდი კომპანიები.
ცქრიალა ღვინის ფესტივალის შესახებ გადაცემაში „ბიზნესნიუსი“ დაწვრილებით ისაუბრა ფესტივალის ორგანიზატორმა ნათია გაჩეჩილაძემ:
ფესტივალის ფარგლებში წარმოდგენილი პროდუქცია სპეციალური ფასდაკლებით გაიყიდება.
როგორც ყოველთვის, ფესტივალის კარი ღიაა ყველასთვის! ანდერვილ კლუბი სტუმრებს 12:00 საათიდან 19:00 საათამდე უმასპინძლებს.