LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„7 უსასრულო დღე გავიდა უშენოდ, რა დაინახე აქ, რომ 22 წელი საკმარისი აღმოჩნდა შენთვის? ამ პატარა ასაკში, ამხელა სიყვარულის დათესვა როგორ მოასწარი?! ყველა აატირე, ყველას ცხოვრება შეცვალე, ყველას გული დასწყვიტე“ – რას წერს გონიოში ავარიის შედეგად დაღუპული მეგი ჯაიანის და

331
მეგი ჯაიანი

14 ივნისს, გონიოში მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას სამი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა – ადგილზე გარდაიცვალა მეგი ჯაიანი, ანა მახარაძე და სალომე გორგაძე.

ვიდეო: „ბევრმა მომწერა, რომ ეს ჩიტი მთელი დღე სადარბაზოს არ მოსცილებია დაკრძალვამდე და დაკრძალვის მერეც, მამიკომ კარი ღია დაგიტოვა, გაფრინდეს, ცოდოაო, თვალებში შეგციცინებდა, იქნებ რამე უნდა და მანიშნოსო“ – რა კადრებს აქვეყნებს გონიოში ავარიის შედეგად დაღუპული მეგი ჯაიანის და

ერთ-ერთი გარდაცვლილი ახალგაზრდას, მეგი ჯაიანის და, ნაზი ჯაიანი სოციალურ ქსელში მორიგ ემოციურ სტატუსს აქვეყნებს:

„უკვე 7 უსასრულო დღე გავიდა უშენოდ… ვზივარ და მონოლოგი მაქვს საკუთარ თავთან, რატომ? რისთვის? რა დავაშავე, ან რა დავაშავეთ?

ჯერ ვერ ვიაზრებ, რა ხდება ჩემს თავს, ძალიან ბევრი ადამიანი მწერს, მაგრამ ესემესები ჯერ კიდევ არ გამიხსნია და იმედია გამიგებენ, არ მიწყენენ.

ჯერ ხომ ძალიან პატარა იყავი ამ ყველაფრისთვის? რა დაინახე აქ, რომ 22 წელი საკმარისი აღმოჩნდა შენთვის? ახლა იწყებდი ცხოვრებას მეგი. დილით თვალს გავახელ თუ არა, შენკენ ვიყურები, იმედია მხედავ და გრძნობ.

გპირდები, ყოველ დილას შენთან ერთად დავიწყებ…

მეგიკუნა, იცი რამდენი ხალხი ტრიალებდა შენს გვერდით? არც ერთი წამით არ დაუტოვებიხარ მარტო არავის, უამრავი ადამიანი, დიდი თუ პატარა, ყველა. ამ პატარა ასაკში, ეს ამხელა სიყვარულის დათესვა როგორ მოასწარი?! ყველა აატირე, ყველას ცხოვრება შეცვალე, ყველას გული დასწყვიტე… შენი სამეგობრო თვალებში ვერ მიყურებდა, ვერც მე, რა უნდა მეთქვა, ან ეთქვათ? მაგრამ ერთი წუთითაც კი არ მოგშორებია გვერდიდან არც ერთი, ღამეებს გითენებდნენ და გეფერებოდნენ.

გპირდები, ყველასთან მექნება ურთიერთობა და ვეცდები როგორც შენ, ისე მიმიღონ.

ძალიან დიდი მადლობა თითოეულ თქვენგანს გვერდში დგომისთვის, არავის გისურვებთ ამ სიტუაციაში ყოფნას.

მიყვარხარ, გულში ხარ და იქნები უსასრულოდ!“, – წერს მეგი ჯაიანის და სოციალურ ქსელში.

„სასწრაფოს ბრიგადას სამივე გარდაცვლილი დახვდა“ – ცნობილია გონიოში, ავარიის შედეგად დაღუპული გოგონების ვინაობა

უკვე 7 უსასრულო დღე გავიდა უშენოდ… ვზივარ და მონოლოგი მაქვს საკუთარ თავთან, რატომ? რისთვის? რა დავაშავე ან რა დავაშავეთ?…

Posted by Nazi Jaiani on ხუთშაბათი, 19 ივნისი, 2025

შეგახსენებთ, ავტოსაგზაო შემთხვევა გონიოში 14 ივნისს მოხდა – ბათუმიდან სარფის მიმართულებით მოძრავი მსუბუქი ავტომობილი გაჩერებულ სატვირთო ავტომობილს შეეჯახა, ადგილზე გარდაიცვალა სამი გოგო, დაშავდა ავტომობილში მყოფი კიდევ 2 ადამიანი.

„ანი, ჩემო მხიარულო და გადარეულო გოგო…“ – ირინკა ნაკაშიძე გონიოში, ავარიისა დროს დაღუპული ანა მახარაძის ფოტოებს გვიზიარებს

„ბათუმო ვიზიარებ…სად გვყავს დასაკარგი ახალგაზრდები“ – აჭარაში დაღუპული გოგონების შესახებ ემოციური პოსტი ვრცელდება

„ბრალდებულმა, რომელიც გადაჭარბებული სიჩქარით მოძრაობდა, ვერ უზრუნველყო ავტომანქანის უსაფრთხო მართვა…“ – პროკურატურამ სარფთან ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად სამი პირის გარდაცვალების ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g