LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„შვილის ყოლა არჩევანია, რომელსაც დაძალება არ სჭირდება. არც იმის ძახილი სჭირდება, არიქა ბავშვის გარეშე უბედური ცხოვრება გექნება, ცარიელი და უმნიშვნელოო. გადასარევად იცხოვრებს ადამიანი ბავშვის გარეშეც, თუ ეს მისი არჩევანია“ – სოფია კვინიკაძე

388
სოფია კვინიკაძე

სამხრეთ კორეაში მცხოვრები ქუთაისელი ინფლუენსერი სოფია კვინიკაძე მეუღლესთან და შვილთან ერთად რამდენიმე დღეა საქართველოში იმყოფება.

სოფია გამომწერებს უამრავ ოჯახურ კადრებს უზიარებს.

ერთ-ერთმა მათგანმა მისი რამდენიმე წლის წინ ნათქვამი გაახსენა, როდესაც ის ამბობდა, რომ შვილის ყოლა არ უნდოდა.

„მახსოვს, ადრე ამბობდი, შვილი არ მინდაო. ახლა როგორი შეგრძნებაა დედობა?“- კითხულობს სოფიას ერთ-ერთი გამომწერი, რაზეც სოფია პასუხობს:

„რატომ უჭირს ბევრ ადამიანს იმის დაჯერება, რომ ჩემი ეს პოზიცია არ იყო უბრალოდ ახირება. სულელური, ბავშვური ფიქრი.

იოჰანეს დაბადების შემდეგ არც ერთხელ მიფიქრია, რა სულელი ვიყავი, ეს როგორ მინდოდა-მეთქი. შვილის ყოლა არჩევანია, რომელსაც დაძალება არ სჭირდება. არც იმის ძახილი სჭირდება, არიქა ბავშვის გარეშე უბედური ცხოვრება გექნება, ცარიელი და უმნიშვნელოო. გადასარევად იცხოვრებს ადამიანი ბავშვის გარეშეც, თუ ეს მისი არჩევანია. მე ახლა, რა თქმა უნდა, უბედნიერესი ვარ და იოჰანეზე ლამაზი არაფერი შემიქნია.“ – წერს სოფია კვინიკაძე.

იოჰანეს პირველი მოგზაურობა საქართველოში და შვილთაშვილთან შეხვედრის ემოციური ვიდეო – სამშობლოში ჩამოსული სოფია კვინიკაძე ახალ კადრებს გვიზიარებს

„საყვარელი ბიჭი“ – სოფია კვინიკაძე პატარა იოჰანეს უსაყვარლეს კადრებს აზიარებს

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g