LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ბუდუ, შენ ხარ პირველი ფეხბურთელი, რომელმაც „ბედნიერი სახლის“ კარი შემოაღო..! ბავშვებმა მიიღეს არა მხოლოდ საჩუქრები, არამედ მოტივაცია და სიძლიერის მაგალითი“ – ბუდუ ზივზივაძე ბერი ანდრიას ფონდს ესტუმრა

226
ბუდუ

ბუდუ ზივზივაძე ბერი ანდრიას ფონდს ესტუმრა.

ფეხბურთელი ფონდს მეუღლესთან და ქალიშვილთან ერთად ეწვია.

ფოტოებს სოციალურ ქსელში ბერი ანდრიას ფონდი გვიზიარებს და ბუდუს საჯარო მადლობას უხდის.

„გვსურს დიდი მადლობა გადავუხადოთ საქართველოს ნაკრების შემტევს, ყველასთვის საყვარელ, „სახალხო ფეხბურთელს“, ბუდუ ზივზივაძეს ფონდის ბედნიერ სახლში სტუმრობისთვისა და ბავშვების გახარებისთვის!

მისი ვიზიტი სიყვარულის, იმედისა და ერთიანობის დღესასწაული იყო!

ბავშვებმა მიიღეს არა მხოლოდ საჩუქრები, არამედ მოტივაცია და სიძლიერის მაგალითი.

ბუდუ, შენ ხარ პირველი ფეხბურთელი, რომელმაც „ბედნიერი სახლის“ კარი შემოაღე და თითოეულ ჩვენთაგანს ბედნიერი საღამო გვაჩუქე!

უამრავი გამარჯვება შენ, მეგობარო!“ – აღნიშნულია ინფორმაციაში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g