წელს „მის სამყაროს“ ტიტულის მოპოვებას ულამაზესი ბერძენი კონკურსანტი მონიკა ექსლეროვა შეცდება. ის „მის საბერძნეთის“ ტიტულის მფლობელია და ახლა 59 წლისაა.
ეს არის პირველი შემთხვევა სილამაზის კონკურსების ისტორიაში, როდესაც „მის სამყაროზე“ ამ ასაკის კონკურსანტი გადის. მონიკას პარამეტრები სრულად ჯდება დღეს მიღებულ სილამაზის სტანდარტებში, განსხვავება კი, მხოლოდ ციფრებია. არადა სწორედ მას მიანიჭეს „მის საბერძნეთის“ ტიტული ნაციონალურ სილამაზის კონკურსზე.
უკვე ცნობილია, რომ მონიკამ ჟიურის მოხიბვლა მოახერხა და ის დიდი ალბათობით საუკეთესო 10-ეულში მოხვდება. მეტიც, ის გამარჯვებულ პრეტენდენტადაც მოიაზრება.
მონიკა წლევანდელი კონკურსის ყველაზე ასაკოვანი წევრია და უკვე შექმნა გულშემატკივრების ბაზა სოციალურ ქსელებში, სადაც ის შთააგონებს ქალებს, თუ როგორ იყვნენ ლამაზები და გამორჩეულები. წელს „მის სამყაროს“ ორგანიზატორებმა ასაკობრივი შეზღუდვა მოხსნეს და ფინალი 21 ნოემბერს გაიმართება.



