LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

შალვა პაპუაშვილი: „გიორგი გახარიას შეუძლია არჩევანი გააკეთოს – ირჩევს კონსტიტუციას, თუ პირად გეგმებს საზღვარგარეთ… ჩორჩანაში ღონისძიების ჩატარების გადაწყვეტილება ერთპიროვნულად მიიღო, შედეგად მილიონ კვადრატულ მეტრზე მეტი ტერიტორიაა დაკარგული“

110
შალვა პაპუაშვილი

„გიორგი გახარიას შეუძლია არჩევანი გააკეთოს: ირჩევს საქართველოს კონსტიტუციას, თუ პირად გეგმებს საზღვარგარეთ. 2 ივლისი წინ არის, მე იმედი მაქვს, რომ [კომისიის სხდომაზე] გამოცხადდება“, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა და პარტია „გახარია საქართველოსთვის“ ლიდერის, გიორგი გახარიას პარლამენტის დროებით საგამოძიებო კომისიაზე ხელმეორედ დაბარებას გამოეხმაურა.

„გიორგი გახარია მზაობას აცხადებს, საგამოძიებო კომისიის სხდომაზე ჩორჩანას შესახებ 2 ივლისსაც დისტანციურად ისაუბროს“ – პარტია „გახარია საქართველოსთვის“

როგორც შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრის დროს თქვა, „პარლამენტის დროებითმა საგამოძიებო კომისიამ გიორგი გახარიას მისცა კიდევ ერთი შესაძლებლობა, რომ ჩამოვიდეს და თავისი, როგორც მოქალაქის ვალდებულება მოიხადოს“.

„ვხედავთ რომ საგამოძიებო კომისიაზე გამოცხადებაზე თავს იკავებს გიორგი გახარიას და იმიზეზებს იმას, რომ მას შემდეგ, რაც მიიღო შეტყობინება, გამოცხადებულიყო საგამოძიებო კომისიაზე, დატოვა ქვეყანა. ჩვენ ეს დღეები ვისმენთ მოსახლეობის ინფორმაციას იმასთან დაკავშირებით, თუ სინამდვილეში რასთან გვქონდა საქმე ჩორჩანას შემთხვევაში. ის, რასაც გვიმტკიცებდა გიორგი გახარია და მისი გუნდი, თითქოს, მათ შეძლეს, მისი ამ ქცევით, საქართველოს ეფექტიან კონტროლში დაეტოვებინათ ტერიტორია, სინამდვილეში აღმოჩნდა საპირისპიროდ. აღმოჩნდა, რომ მილიონ კვადრატულ მეტრზე მეტი ტერიტორია გასულია დღეს საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების ეფექტური კონტროლიდან სწორედ გიორგი გახარიას მიერ მაშინ ჩატარებული ღონისძიებების გამო.

მან წინა კომისიაზე ისაუბრა, რომ მის იდეას თუ ინიციატივას, რომ ევროკავშირთან სადამკვირვებლო მისიასთან შეუთანხმებლად, ჩორჩანას ტყეში დაედგა საგუშაგო, ეწინააღმდეგებოდა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური და სხვა მსგავსი სტრუქტურები. მიუხედავად ამისა, ევროკავშირის მისიასთან შეუთანხმებლად, ისევე როგორც სხვა უსაფრთხოების სტრუქტურებთან შეუთანხმებლად, მათ შორის, პრემიერ-მინისტრთან შეუთანხმებლად, ერთპიროვნულად მიიღო ეს გადაწყვეტილება. მან ჩადგა საგუშაგო, რასაც მოჰყვა შემდეგ რამდენიმედღიანი მოთხოვნა და განხილვა, რომ აეღოთ ეს საგუშაგო და მას შემდეგ, რაც ეს საგუშაგო არ აიღო, ვნახეთ, რომ 5 დამატებითი საგუშაგო გაიხსნა იმ ტერიტორიაზე, რომელსაც იმ მომენტში იყო საქართველო ხელისუფლების ეფექტური კონტროლის ქვეშ“, – თქვა შალვა პაპუაშვილმა.

შეგახსენებთ, პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისია პარტია „გახარია საქართველოსთვის“ ლიდერს, გიორგი გახარიას 2 ივლისამდე აძლევს ვადას, რათა პარლამენტის საგამოძიებო კომისიის სხდომაზე გამოცხადდეს.

შალვა პაპუაშვილი ჩორჩანას ეპიზოდთან დაკავშირებით გახარიაზე – როდესაც ასე თვითნებურად იქცევა მინისტრი, რა თქმა უნდა, უკვე ეჭვებია, რადგან ასეთ თავხედობაზე ადამიანი ადვილად არ წავიდოდა – როგორც ჩანს, აქაც მავნე იდეები და მიზნები იყო ჩადებული

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g