LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქარდი ბიმ ახალი დისკი ოფიციალურად დააანონსა

128
photo-collage.png (21)

ქარდი ბის გულშემატკივართა არმიის 7 წლიანი ლოდინი დასრულდა. როგორც იქნა დადგა დღე, რომელსაც რეპერის ფანები დიდხანს ელოდნენ.

საქმე ისაა, რომ ჰიპ ჰოპ არტისტმა მეორე სტუდიური ალბომი ოფიციალურად დააანონსა. Am I the Drama? – დისკი ამ სახელწოდებით, 19 სექტემბერს გამოვა.

აღსანიშნავია, რომ დებიუტიდან ამ დრომდე, ქარდი ბიმ მომავალი მუსიკალური პროექტი არაერთხელ დააანონსა, თუმცა მისი გამოშვება ასევე მრავალჯერ გადადო.

სიახლეს წინ უძღოდა სინგლი – Outside, რომელიც რეპერის მომავალი ალბომის მთავარი ჩანაწერი აღმოჩნდა.

შეგახსენებთ, რომ ქარდი ბიმ სადებიუტო სტუდიური ალბომი – Invasion of Privacy, 2018 წლის 6 აპრილს გამოუშვა. დისკით ის პირველი ქალი რეპერი გახდა, რომელმაც ,,გრემი” ,,საუკეთესო რეპ ალბომისთვის” მიიღო.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები