LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„მათე, ჩემო ნაადრევად გაფრენილო, როგორი ტკივილი ხარ, როგორ გადავიტანოთ უშენობა“ – ხონში, ავტოსაგზაო შემთხვევის დროს გარდაცვლილ 16 წლის მოზარდს ემშვიდობებიან

188
მათე ლეთოდიანი

ხონის მუნიციპალიტეტის მერია სოციალურ ქსელში სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს – მერიის ცნობით, ხონში დატრიალებულ ტრაგედიას ახალგაზრდა ბიჭის სიცოცხლე ემსხვერპლა.

„ხონში დატრიალებულმა ტრაგედიამ კიდევ ერთი ახალგაზრდა შეიწირა…

სიცოცხლით სავსე, ჯანმრთელი ბიჭი აღარ არის ჩვენს გვერდით – დიდი დანაკლისი და ენით აღუწერელი ტკივილია. გულსატკენია, რომ წარსულის მწარე გამოცდილებამ საკმარისად არ დაგვაფიქრა და სიფრთხილისკენ არ მოგვიწოდა.

ღრმა მწუხარებას გამოვთქვამთ გარდაცვლილის ოჯახისა და მეგობრების მიმართ.

გთხოვთ ყველას – ვიყოთ ფხიზლად! თითოეულმა წინდახედულმა ნაბიჯმა შეიძლება სიცოცხლე გადაარჩინოს!“ – წერია ხონის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ გავრცელებულ სამძიმრის წერილში.

ხონში დატრიალებულმა ტრაგედიამ კიდევ ერთი ახალგაზრდა შეიწირა… სიცოცხლით სავსე, ჯანმრთელი ბიჭი აღარ არის ჩვენს გვერდით…

Posted by ხონის მუნიციპალიტეტის მერია/ City Hall Of Khoni Municipality on სამშაბათი, 01 ივლისი, 2025

გავრცელებული ინფორმაციით, გარდაცვლილი 16 წლის მათე ლეთოდიანია.

არსებული ცნობით, მოზარდი მოტოციკლს მართავდა, რა დროსაც ელექტრობოძს შეეჯახა. არსებული ცნობითვე, არასრულწლოვანი საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, უწყებამ მომხდარზე გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით, რაც სატრანსპორტო მოძრაობის ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.

ახალგაზრდა ბიჭის ტრაგიკულად დაღუპვის შესახებ სოციალურ ქსელში წერენ მისი მეგობრები და ახლობლები. მოზარდის შესახებ ასევე სოციალურ ქსელში წერს მისი დეიდა, მაკა რუხაძე და დისშვილს ემოციურად მიმართავს:

„მათე, დეიდა, ჩემო ნაადრევად გაფრენილო, როგორი ტკივილი ხარ…

რა მწარე ხარ, დეიდა. რა დღე გაგვითენე, რა ვქნა აქედან, ჩემო დახატულო. როგორ მჯეროდა, რომ გაუძლებდი. როგორ გადავიტანოთ უშენობა, მათე, ჩემო ტკბილო“, – წერს მათე ლეთოდიანის დეიდა სოციალურ ქსელში.

რა მწარე ხარ დეიდაა .რა დღე გაგვითენეეე, რავქნააა აქედან ჩემო დახატულოოო.როგორ მჯეროდა რომ გაუძლებდი.როგორ გადავიტანოთ უშენობა მათე ჩემო ტკბილო💔💔💔😭😭😭😭

Posted by Maka Ruxadze on ორშაბათი, 30 ივნისი, 2025
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g