აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა თავისი სუნამო გამოუშვა და უკვე ყიდის კიდეც. Victory 45-47 – ასე ეწოდება ტრამპის პარფიუმს, რომელიც მისი ორი საპრეზიდენტო ვადის 45-ის და 47-ის სიმბოლოა. სიახლის შესახებ Economic times წერს.
პრეზიდენტმა სიახლის შესახებ საკუთარ სოციალურ ქსელში დაწერა:“ეს არომატები გამარჯვების სიმბოლოა, ასევე ძალის და წარმატების – როგორც მამაკაცებისთვის, ასევე ქალბატონებისთვის. იყიდეთ ფლაკონი საკუთარი თავისთვის და არ დაგავიწყდეთ საყვარელი ადამიანებისთვისაც ყიდვა..“
Victory 45-47-ის ფასი 249 დოლარია.
აღსანიშნავია, რომ სუნამომ საზოგადოების მხრიდან მკაცრი კრიტიკა გამოიწვია. ტრამპის მიერ საჯარო თანამდებობის კომერციული სარგებლის მიზნით გამოყენება ბევრისთვის აღმოჩნდა მიუღებელი. გარდა ამისა, საკმაოდ მაღალი ღირებულების მიუხედავად, სუნამოს ხარისხი სხვა ცნობილი ბრენდების სტანდარტებს სამწუხაროდ, ვერ ეწევა.