როგორი უნდა იყოს მშობელსა და შვილს შორის ურთიერთობა, რა არის წარმატების საწინდარი და უნდა მივცეთ თუ არა შესაძლებლობა შვილებს აკეთონ რაც უნდათ?
ფსიქოლოგი, ზაზა ვარდიაშვილი გადაცემაში „მამების დრო“ ამბობს, რომ წარმატებას აღწევს არა ძლიერი და ჭკვიანი, არამედ ადაპტირებადი ადამიანი.
მისი თქმით მთავარია ბავშვმა ცვლილებებთან დროულად ადაპტირება შეძლოს:
„6 წლამდე ბავშვს უნდა მოექცე, როგორც მეფეს, 6-დან 11-მდე, როგორც მსახურს, 11-ის მერე, როგორც მეგობარს…“ – როგორ ყალიბდება 5 წლამდე ასაკის ბავშვებში პიროვნება, რა ასაკში აღარ იცვლება ეს თვისებები და არსებობს თუ არა ფორმულა ბავშვის სწორად აღზრდისთვის: რას ამბობს ფსიქოლოგი, რამაზ საყვარელიძე
ფსიქოლოგი, რამაზ საყვარელიძე აუდიტორიას ბავშვის სტრესთან გამკლავების გზების შესახებ დეტალურად უყვება.
„კანონივით გვაქვს, რომ წარმატებას აღწევს არა ძლიერი და ჭკვიანი ადამიანი, არამედ ადაპტირებადი.
ეს არის მთავარი რამ, რომ მან თავად შეძლოს ამ ცვალებად სამყაროში ახალ გარემოებებთან და ცვლილებებთან შეძლოს დროულად ტრანსფორმირება.
მაქსიმალური დამოუკიდებლობა ქმნის ადაპტაციის უნარს.
კი არ გადავეფაროთ, არამედ თავად მას მივცეთ საშუალება, რომ რაღაც-რაღაცების დემონსტრირება მოახდინოს და ამაში გვეხმარება სპორტი, ხელოვნება და სხვა სოციალურ გარემოში მისი ყოფნა.
ბავშვის თავისუფლად მიშვება, ეზო და ისეთი გარემო სადაც ბევრი მაცდურია – საშიშია, თუმცა როდესაც ბავშვს აქვს სწორი კომუნიკაცია მშობელთან, ისე რომ მშობელმა ზედმეტად არ გამოხატოს ნეგატიური დამოკიდებულება, ბავშვი მაინც დაცულია.
რაც შეეხება „ბავშვის მიშვებას“, თუ მას უნდა რომ მოახდინოს დესტრუქციული რამ, როგორც არ უნდა „შემოვღობოთ“ ის მაინც მოძებნის… მთავარია, რომ მას არ ჰქონდეს ამის სურვილი“, – ამბობს ფსიქოლოგი.
,,ნარცისიზმი, ანუ ძალიან მაღალი თვითშეფასება სინამდვილეში ეფუძნება ძალიან, უკიდურესად დაბალ თვითშეფასებას…“ – ფსიქოლოგი, სალომე ფანჯიკიძე
ფსიქოლოგი ამბობს, რომ ეს არის არა უბრალოდ სურვილი, არამედ ჟინი, რომ ყველას მოსწონდე და სწორედ ეს მდგომარეობა იწვევს ხშირად ადამიანის ტანჯვას.
წარმატებას აღწევს არა ძლიერი და ჭკვიანი, არამედ ადაპტირებადი – ზაზა ვარდიაშვილი, ფსიქოლოგი სრული გადაცემა: https://youtu.be/dqcgB0YpLCE, გამოიწერეთ ჩვენი იუთუბ არხი https://www.youtube.com/@Mamebisdro
Posted by მამების დრო / mamebis dro on ოთხშაბათი, 25 ივნისი, 2025