LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: „ძალიან ბევრი მაქვს მოსაყოლი…ყველაფერს დედას ვუტირებთ“ – გიორგი ჯობავა, რომელიც ეკვადორში გაძარცვეს ამაზონის ჯუნგლებიდან მიმართვას ავრცელებს

308
2025-07-08_00-56-02_503044

ქართველი ვლოგერი გიორგი ჯობავა ეკვადორში გაძარცვეს.

მან სოციალურ ქსელში ახლახანს გამოაქვეყნა ვიდეო, რომელიც ამაზონის ჯუნგლებშია გადაღებული.

ვლოგერი ამბობს, რომ თავს კარგად გრძნობს და მეუღლეს, სალი წვერავას თბილი სიტყვებით მიმართავს.

„კარგად ვარ, ძალიან ბევრი მაქვს მოსაყოლი, ინტერნეტიც ალაგ-ალაგ იჭერს, ყველაფერი მომპარეს… მალე ვიქნები დედაქალაქში, დანარჩენს ვნახავ, ჩავუჯდები და ყველაფერს მოგიყვებით…

ახლა რაღაც რესტორანთან გავჩერდი, რომ უბრალოდ ეს ვიდეო დამედო…

ყველას უღრმესი მადლობა, ახლა აღვადგინე ინსტაგრამი, თვალი შევავლე კომენტარებს და უბრალოდ სიტყვები არ მყოფნის მადლიერების გამოსახატად… საუკეთესო ერის საუკეთესო შვილები ხართ.

სალი, წარმოგიდგენ როგორ ზიხარ აქ, ჩემთან ერთად. მიყვარხარ ძალიან. ბავშვობის ოცნება ავიხდინე, თუმცა იქ ყოველთვის იყო გოგო, რომელიც ჩემთან ერთად მოგზაურობდა და ეს ხარ შენ. მენატრები და მიყვარხარ, გკოცნი ბევრს.

სალი, ყველა პრობლემა მკიდია, ყველაფერს დედას ვუტირებთ, მთავარია, რო შენი ჩახუტება შემიძლია, დანარჩენი სულერთია. მალე ჩამოვალ, აღარ ინერვიულო“, – წერს გიორგი ჯობავა.

ვიდეო: „სიტყვებს ვერ ვუყრი თავს…მთავარია ცოცხალია“ – ვლოგერი გიორგი ჯობავა ეკვადორში გაძარცვეს

ვიდეო: „გული ლამის გამისკდა, როდესაც ეს ვიდეო ვნახე. ეს არის გიდი, რომელმაც არ მიატოვა“ – რა კადრებს გვიზიარებს გიო ჯობავას მეუღლე | ვლოგერი გაძარცვეს

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g