LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: „ნათქვამი მქონდა, რომ ეს იყო ჩემი მხედველობის და სინათლის დაბრუნების თანხა… არ მინდა დასახელება მეგობარი იყო თუ შეყვარებული… მთლიანი თანხა კაზინოში გადარიცხა“ – მარიამ ტატანაშვილი „იმედის“ გადაცემაში

230
Untitled design

„უახლოესმა ადამიანმა ხალხის მიერ მკურნალობისთვის შეგროვებული ფული მოგპარათ?“ – მარიამ ტატანაშვილი, რომელმაც ავარიის შედეგად მძიმე დაზიანებები მიიღო და რომელსაც თითქმის მთელი საქართველო იცნობს გადაცემა „სიცრუის დეტექტორის“ სტუმარია და აღნიშნულ კითხვას პასუხობს.

ვიდეო: „რაც ტუჩები გავიკეთე, ზედა ყბა და ცოტა ცხვირიც გავისწორე, არც სათვალის გარეშე გასვლა მრცხვენია გარეთ და არც ვიდეოებში გამოჩენა… მე ვარ თავდაჯერებული ქალი!“ – მარიამ ტატანაშვილი „იმედის“ გადაცემა „სიცრუის დეტექტორს“ სტუმრობს

ვიდეო: „როდესაც გამომწერეს და მნახეს ყველა გაქრნენ. მიზეზები არ ვიცი, ვეკითხები მაგრამ არ აქვთ პასუხები“ – მარიამ ტატანაშვილი „იმედის“ ეთერში თავისი მძიმე ავარიის ამბავს გვიყვება

„დიახ. ბევრმა მეგობარმაც კი არ იცის ეს ამბავი. 

ავარიის დღიდან მოყოლებული აქამდე ადამიანების დახმარებით მოვედი. აბსოლუტურად ყველა ოპერაცია არის ჩვენი ქართველი ხალხის დამსახურება. 

მე რეანიმაციაში ვიწექი, დედაჩემმა პოსტი რომ დადო. შემდეგ უკვე მე გამოვჩნდი სოციალურ ქსელებში. 

ყველა ძალიან მეხმარება და მგულშემატკივრობს. იმ პერიოდში ყბის ოპერაციაც გავიკეთე. რაღაც თანხა მქონდა აგროვებული. არ იყო პატარა თანხა, 34 ათასი იყო. კბილები უნდა გამეკეთებინა, წამლებს რასაც ვყიდულობდი. ერთი 10 ათასი მარტო ტაქსებში მაქვს დახარჯული, რადგან ტრანსპორტით ვერ ვმგზავრობ. 

არ მინდა დასახელება მეგობარი იყო თუ შეყვარებული… ანგარიშზე მინდოდა გადარიცხვა, დედასთვის უნდა დამერეკა, გარეთ ვიყავი და მობაილბანკის პაროლი ვუთხარი… მთლიანი თანხა აიღო ბარათიდან და კაზინოში გადარიცხა. 

შემდეგ დააბრუნეს ის თანხა. ბებია ჰყავდა ძალიან კარგი ადამიანი, რომელმაც ბოლო თეთრამდე თანხა დამიბრუნა. 

თან ნათქვამი მქონდა, რომ ეს იყო ოპერაციის ფული. ჩემი მხედველობის და სინათლის დაბრუნების თანხა. 

ვერც კი წარმომედგინა… უამრავმა ჩემმა მეგობარმა იცოდა ჩემი მობაილბანკის პაროლი და არცერთს ლარიანი კი არა, ჩემს დაუკითხავად ჩემი ტელეფონიც კი არ აუღია…“, – აცხადებს მარიამ ტატანაშვილი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g