LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„თურქეთში გადაყვანა ოჯახის სურვილი იყო, თავად გამოიძახეს რეანიმობილი, მძიმე პაციენტია, აპარატულ სუნთქვაზე, მაგრამ აბსოლუტურად კონტაქტური იყო“ – რას ამბობს ლალი ტურძელაძე თორნიკე რიჟვაძის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე

1710
ლალი ტურძელაძე, თორნიკე რიჟვაძე

პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის კლინიკური დირექტორის, ლალი ტურძელაძის ინფორმაციით, აჭარის მთავრობის ყოფილი თავმჯდომარის, თორნიკე რიჟვაძის თურქეთში სამკურნალოდ გადაყვანა ოჯახის სურვილით მოხდა.

რაც შეეხება მდგომარეობას, როგორც ტურძელაძემ აღნიშნა, თორნიკე რიჟვაძის ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუმჯობესებული იყო.

„ოჯახის მოთხოვნით, წუხელ, ღამის 02:00 საათზე თორნიკე რიჟვაძე გადაყვანილ იქნა სტამბოლის საავადმყოფოში, საჰაერო გზით. აბსოლუტურად მათი თხოვნა იყო. მანამდეც იყო საუბარი ამ თემაზე. გუშინ ამის შესახებ არ გვითქვამს, რადგან ჩამოყალიბებული არ იყვნენ. გვიან ღამით მიიღეს გადაწყვეტილება, თავად გამოიძახეს რეანიმობილი, თვითმფრინავი იქიდან ჩამოფრინდა და თორნიკე რიჟვაძე გადაიყვანეს. მდგომარეობა იყო აბსოლუტურად სტაბილური. კონტაქტში შემოდიოდა შეღვიძებისას, გაუმჯობესებული ჰქონდა პარამეტრები, თუმცა მართვით სუნთქვაზე დავტოვეთ, რადგან გადაყვანა უნდოდათ და საჰაერო ფრენის დროს მოხსნა არ შეიძლება.

ეკა ბესელია: ექსპერტიზის დასადგენია თორნიკე რიჟვაძე თავს იკლავდა თუ ესროლეს, უნდა თქვას, რა მანძილიდანაა ნასროლი – საეჭვოდ ავრცელებენ წერილს, რომელიც არ ჯდება რაციონალურ ლოგიკაში

ეკა ბესელია: ექსპერტიზის დასადგენია თორნიკე რიჟვაძე თავს იკლავდა თუ ესროლეს, უნდა თქვას, რა მანძილიდანაა ნასროლი – საეჭვოდ ავრცელებენ წერილს, რომელიც არ ჯდება რაციონალურ ლოგიკაში

რა თქმა უნდა, მძიმე პაციენტია, აპარატულ სუნთქვაზე, მაგრამ გაუმჯობესებული იყო პარამეტრები, იყო აბსოლუტურად კონტაქტური. ოჯახის მოთხოვნით მოხდა გადაყვანა. გუშინ არც ლევან რატიანმა და არც ბატონმა პრემიერმა არ თქვეს, რადგან ჩამოყალიბებული არ იყო ოჯახი. მოგვიანებით ჩამოყალიბდნენ. სტაბილურად იყო, სხვანაირად არ წაიყვანდნენ, რადგან უნდა ეფრინა. აბსოლუტურად სტაბილური პარამეტრები ჰქონდა, ბევრად გაუმჯობესებული პარამეტრებით წაიყვანეს. ჩვენ არ გვაქვს უფლება, შევეწინააღმდეგოთ ოჯახს. ოჯახს როგორც სურს, ისე უნდა უმკურნალონ, ეს მათი უფლებაა“, – განაცხადა ლალი ტურძელაძემ.

აჭარის მთავრობის ყოფილი თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე სამკურნალოდ თურქეთში გადაიყვანეს. აღნიშნულის შესახებ რამდენიმე საათის წინ გახდა ცნობილი.

თორნიკე რიჟვაძე ცეცხლნასროლი ჭრილობით თავდაპირველად საგარეჯოს „ჯეოჰოსპიტალსში“ შეიყვანეს, შემდეგ კი პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში გადაიყვანეს. თორნიკე რიჟვაძის საქმეზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 115-ე მუხლით არის დაწყებული, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს. ექიმების განცხადებით, თორნიკე რიჟვაძის ჯანმრთელობის მდგომარეობა დადებითი დინამიკით ხასიათდება, არის კონტაქტური და ასრულებს მარტივ დავალებებს.

„თორნიკე რიჟვაძის ზოგადი მდგომარეობა არის დადებითი დინამიკით – კონტაქტურია, ადეკვატურია, ასრულებს მარტივ დავალებებს“- ლევან რატიანი

ცეცხლსასროლი იარაღის დაუდევრად შენახვის ფაქტზე ბრალდება წარედგინა საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს უფროსს, ალექსი ახვლედიანს. მას სასამართლომ გუშინ აღკვეთის ღონისძიების სახით 30 000-ლარიანი გირაო შეუფარდა და სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლა.

„ბევრმა წყენამ და იმედგაცრუებამ ჩამოიარა ჩვენს შორის… თუმცა სიმართლე მინდა ვთქვა ღიად!!!…“ – რას წერს თორნიკე რიჟვაძის ყოფილი თანაგუნდელი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g