„სოციალურ ქსელში გავრცელებულ ატმის შეღებვის ფაქტის ამსახველ ვიდეომასალასთან დაკავშირებით, სურსათის ეროვნული სააგენტო განმარტავს, რომ საქმე ეხება სურსათის მიზანმიმართულ დაბინძურებას“, – ამის შესახებ ნათქვამია სურსათის ეროვნული სააგენტოს განცხადებაში.
სააგენტო სოციალურ ქსელში გავრცელებულ კადრებს ეხმაურება, სადაც ჩანს, თუ როგორ ღებავენ სპეციალური საღებავით ატამს.
სააგენტოს ცნობით, აღნიშნული ფაქტი საჭიროებს მყისიერ რეაგირებას, რისთვისაც სააგენტომ შესაბამის სამართალდამცავ ორგანოებს წერილობით უკვე მიმართა.
„სოციალურ ქსელში გავრცელებულ ატმის შეღებვის ფაქტის ამსახველ ვიდეომასალასთან დაკავშირებით, სურსათის ეროვნული სააგენტო განმარტავს, რომ საქმე ეხება სურსათის მიზანმიმართულ დაბინძურებას.
აღნიშნული ფაქტი საჭიროებს მყისიერ რეაგირებას, რისთვისაც სააგენტომ შესაბამის სამართალდამცავ ორგანოებს წერილობით უკვე მიმართა.
სურსათის ეროვნული სააგენტო სამომხმარებლო ბაზარზე განთავსებულ ხილსა და ბოსტნეულს მუდმივად ამოწმებს, მიმდინარეობს მონიტორინგი და ნიმუშების აღება სხვადასხვა მაჩვენებელზე (პესტიციდები, მძიმე მეტალები, რადიონუკლიდები) გამოსაკვლევად.
ინფორმაცია ლაბორატორიული კვლევის შედეგებისა და შეუსაბამობების შესახებ გსაჯაროვდება და ასევე ხელმისაწვდომია სააგენტოს ვებგვერდზე: nfa.gov.ge“ – ნათქვამია სურსათის ეროვნული სააგენტოს განცხადებაში.
❗️ სურსათის ეროვნული სააგენტოს განცხადება 🔹 სოციალურ ქსელში გავრცელებულ ატმის შეღებვის ფაქტის ამსახველ ვიდეომასალასთან…
Posted by სურსათის ეროვნული სააგენტო / National Food Agency on ოთხშაბათი, 09 ივლისი, 2025
დღეს გადაზიარებული გვქონდა და წაშალა პოსტის ავტორმა❗️ რას ვჭამთ საერთოდ ვინმე ამოწმებს? სურსათის ეროვნული სააგენტო / National Food Agency
Posted by ჩემი ქალაქი მკლავს on სამშაბათი, 08 ივლისი, 2025