LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„თბილისის საბავშვო ბაღებში აღსაზრდელთა შორის ნოროვირუსით გამოწვეულ გასტროენტერიტით მიმდინარე შემთხვევებთან დაკავშირებით კომპლექსური მოკვლევა გრძელდება“ – სურსათის ეროვნული სააგენტო

181
საბავშვო ბაღები

„თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღებში აღსაზრდელთა შორის ნოროვირუსით გამოწვეულ გასტროენტერიტით მიმდინარე შემთხვევებთან დაკავშირებით სურსათის ეროვნული სააგენტო კომპლექსურ მოკვლევას აგრძელებს“, – ამის შესახებ სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული.

დაავადებათა კონტროლის ცენტრი – უკანასკნელ პერიოდში გახშირებული გასტროენტერიტით მიმდინარე შემთხვევები გამოწვეულია ნოროვირუსით – შემთხვევები მიმდინარეობდა გართულებების გარეშე და ბავშვების უმრავლესობა უკვე გამოჯანმრთელდა

სააგენტოს ცნობით, ინსპექტირების ჯგუფები შემოწმებას ახორციელებენ როგორც საბავშვო ბაგა-ბაღების კვების ბლოკებში, ასევე სურსათის მწარმოებელ და მიმწოდებელ ბიზნესოპერატორებთან.

„ამ დროისთვის შემოწმებულია 70 ობიექტი, მათ შორის ქალაქ თბილისის 48 საჯარო ბაგა-ბაღი, ხორცის საწარმო და რძის პროდუქტების საწყობი. ლაბორატორიული კვლევისთვის აღებულია სხვადასხვა დასახელების სურსათისა და სასმელი წყლის 502 ნიმუში.

ამ ეტაპზე, სურსათის უვნებლობის მაჩვენებლებზე, ჩატარებული ლაბორატორიული კვლევების შედეგად, 39 ნიმუშში დარღვევა არ დადასტურდა. დანარჩენ ნიმუშებში კვლევა გრძელდება. კვლევის შედეგები ეტაპობრივად გახდება ცნობილი“, – აღნიშნულია სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ჯანდაცვის სამინისტრო – „ინფორმაცია თითქოს სამედიცინო დაწესებულებაში მოთავსებული ბაღის აღსაზრდელების ოჯახის წევრებს, გაწეული სამედიცინო მომსახურებისთვის, გარკვეული თანხის გადახდა უწევთ, სიმართლეს არ შეესაბამება“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები